ნივრის ოთხფეხა ტკიპა

ნივრის ოთხფეხა ტკიპა (ლათ. Eriophyes tulipae) — მწერი ტკიპების ქვეკლასისა. აზიანებს ნიორს, დაზიანება უფრო მეტად საწყობის პირობებშია შესამჩნევი. ასეთი ნივრის ბოლქვები ზამთრის მეორე ნახევარში ხმება და გაზაფხულისათვის უვარგისი ხდება. ტკიპა საწყობში ბოლქვებზე იზამთრებს. გაზაფხულზე ბოლქვების კბილებთან ერთად მინდორში ხვდება და განვითარებას იქ განაგრძობენ, შემდეგ მცენარის ზრდასთან ერთად გადადის ფოჩებზე, რომლებიც ხშირად ყვითლდება და იღუპება კიდეც, შემდგომში უკვე მცენარე იღუპება. მინდვრად (ბოსტანში) ნივრის მოსავლის აღებისა და საწყობში შეტანისას ბოლქვებს თან მისდევს ტკიპაც, რომელიც ამ დროს ბოლქვების კბილების ქერქლის ქვეშ არის ჩამალული. შემდეგ ტკიპები ჩანასახის ირგვლივ იყრიან თავს და კვერცხის დებას იწყებენ. დაზიანების შედეგად ქერქლის ქვეშ რბილობზე ჩნდება ჩაზნექილი ყვითელი ლაქები, კბილები ყვითლდება, ჭკნება და ბოლოს სრულიად იფიტება.[1]

ნივრის ოთხფეხა ტკიპა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
ქვეტიპი:  ქელიცერიანები
კლასი:  ობობასნაირნი
ქვეკლასი:  ტკიპები
რიგი:  Trombidiformes
ოჯახი:  Eriophyidae
გვარი:  Eriophyes
სახეობა:  ნივრის ოთხფეხა ტკიპა
ლათინური სახელი
Eriophyes tulipae (Keifer, 1938)
სინონიმები
  • Aceria tulipae (Keifer, 1938)

ებრძვიან სხვადასხვა მეთოდით: არჩევენ და რგავენ დაუზიანებელ ბოლქვებს, საწყობში იცავენ ბოლქვების შენახვის ოპტიმალურ პირობებს, საწყობს გოგირდის შეხრჩოლებით უტარებენ დეზაკარიზაციას, დასარგავ მასალაზე გოგირდის გზით ახორციელებენ ფუმიგაციას (1 მ²-ზე 50 გოგირდის დაწვით), დარგვამდე ნაკვეთის გასუფთავებას ანარჩენებისაგან, იყენებენ პესტიციდებს.[1]

  1. 1.0 1.1 ლობჟანიძე მზაღო, ტყებუჩავა ზაირა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების ძირითადი მავნებლები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები, თბ.: საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, 2009. — გვ. 16.