ნიგმატილა იულდაშევი

უზბეკი პოლიტიკოსი

ნიგმატილა იულდაშევი (უზბეკ. Nig‘matilla To‘lqinovich Yo‘ldoshev; დ. 5 ნოემბერი 1962, ტაშკენტი, უზბეკეთის სსრ) — უზბეკი სახელმწიფო მოღვაწე, უზბეკეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2016 წლის 2 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით[4]. 2015 წლიდან 2019 წლამდე უზბეკეთის პარლამენტის ზედა პალატის (სენატის) თავმჯდომარე.

ნიგმატილა იულდაშევი
Nig‘matilla Yo‘ldoshev[1]
ნიგმატილა იულდაშევი Nig‘matilla Yo‘ldoshev[1]
უზბეკეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 სექტემბერი, 2016 – 8 სექტემბერი, 2016
პრემიერ-მინისტრი  შავკათ მირზიიოევი
წინამორბედიისლამ ქარიმოვი
მემკვიდრეშავკათ მირზიიოევი

უზბეკეთის სენატის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 იანვარი, 2015 – 20 ივნისი, 2019
პრეზიდენტიისლამ ქარიმოვი, შავკათ მირზიიოევი
წინამორბედიილგიზარ საბიროვი
მემკვიდრეთანზილა ნარბაევა

უზბეკეთის იუსტიციის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ივნისი, 2011 – 26 იანვარი, 2015
პრეზიდენტიისლამ ქარიმოვი
წინამორბედირავშან მუხითდინოვი[2]
მემკვიდრემუზრაფ იკრამოვი[3]

დაბადებული5 ნოემბერი, 1962 (1962-11-05) (62 წლის)
ტაშკენტი, უზბეკეთის სსრ
მოქალაქეობაუზბეკეთის დროშა უზბეკეთი
პოლიტიკური პარტიაუზბეკეთის დემოკრატიული პარტია
განათლებაუზბეკეთის ეროვნული უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნიგმატილა იულდაშევი დაიბადა 1962 წლის 5 ნოემბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში. დაამთავრა ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ალმალიკის პროკურატურის გამომძიელებლად (1987 — 1991); ტაშკენტის იუნუსაბადის რაიონის პროკურატურის გამომძიელებლად (1991 — 1993); ტაშკენტის პროკურატურის უფროს გამომძიელებლად (1993 — 1994); უზბეკეთის მთავარი პროკურატურის მართვის პროკურორად (1994 — 1999); მთავარი პროკურატურის მთავარი საგამოძიებო მართვის ნაწილის უფროსად (1999 — 2000); მთავარი პროკურატურის შიდა უსაფრთხოების ინსპექციის დირექტორად (2000 — 2003); პრეზიდენტის მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში (2003 — 2006); მთავარი პროკურატურის საგადასახადო, სავალუტო დანაშაულის და დანაშაულებრივი შემოსავლების ლეგალიზაციასთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსად (2006 — 2008); მთავარი პროკურორის მოადგილედ (2008 — 2011).[5]

2011 წლის 21 ივნისს ნიგმატილა იულდაშევი უზბეკეთის იუსტიციის მინისტრად დაინიშნა,[6] რომელიც ეკავა 2015 წლის 26 იანვრამდე.[7] 2015 წლის 20 იანვარს უზბეკეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა სენატორად,[8] ხოლო 2015 წლის 22 იანვარს ფარული კენჭისყრით აირჩიეს უზბეკეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარედ.[9]

2016 წლის 2 სექტემბერს პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის სიკვდილის შემდეგ, შეუდგა უზბეკეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

  1. Юлдашев Н.Т. დაარქივებული 2021-05-15 საიტზე Wayback Machine. (უზბ.)
  2. Министром юстиции стал Нигматилла Юлдашев
  3. Министр юстиции Республики Узбекистан. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-17. ციტირების თარიღი: 2016-09-02.
  4. https://rg.ru/2016/09/02/putin-nazval-smert-karimova-tiazheloj-utratoj-dlia-naroda-uzbekistana.html
  5. Юлдашев Нигматилла Тулкинович. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-27. ციტირების თარიღი: 2016-09-02.
  6. Председателем Сената Олий Мажлиса избран Нигматилла Юлдашев. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-17. ციტირების თარიღი: 2016-09-02.
  7. Указ об освобождении от должности. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-07. ციტირების თარიღი: 2016-09-02.
  8. Senat a‘zolari დაარქივებული 2016-08-18 საიტზე Wayback Machine. (უზბ.)
  9. Cостоялось первое заседание Сената Олий Мажлиса. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-09. ციტირების თარიღი: 2016-09-02.