ნია-გრუზინსკაია
ნია-გრუზინსკაია (რუს. Ния-Грузинская) — დასახლება ირკუტსკის ოლქის უსტ-კუტის რაიონში, რუსეთის ფედერაცია. დაარსდა 1974 წელს, როგორც ბაიკალ-ამურის მაგისტრალის მუშათა დასახლება. დასახლება ააშენეს საქართველოს სსრ-ის წარმომადგენლებმა. რკინიგზის სადგური აღმოსავლეთ ციმბირის რკინიგზის ხაზზე. განვითარებულია ხე-ტყის მრეწველობა. ერთადერთი დასახლებული პუნქტი ნიის სასოფლო საბჭოში.
სოფელი | |
---|---|
ნია-გრუზინსკაია | |
ქვეყანა | რუსეთი |
ფედერაციის სუბიექტი | ირკუტსკის ოლქი |
რაიონი | უსტ-კუტის რაიონი |
კოორდინატები | 56°33′11″ ჩ. გ. 106°48′24″ ა. გ. / 56.55306° ჩ. გ. 106.80667° ა. გ. |
დაარსდა | 1975 |
ცენტრის სიმაღლე | 466 მეტრი |
მოსახლეობა | 1 259 |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 39565 |
საფოსტო ინდექსი | 666763 |
ოფიციალური საიტი | http://niya.siteedit.su |
გეოგრაფია რედაქტირება
მდებარეობს მდინარე ნიის (ტაიურის შენაკადი, ლენის აუზი) მარცხენა სანაპიროზე, უსტ-კუტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით პირდაპირი ხაზით 70 კილომეტრში (სარკინიგზო და საავტომობილო გზით დაახლოებით 100 კმ.) და ირკუტსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით პირდაპირი ხაზით 500 კმ-ში.
ისტორია რედაქტირება
ნია-გრუზინსკაიას ისტორია იწყება მას შემდეგ, რაც 1975 წლის მარტში საქართველოს სსრ-დან, მომავალი დასახლების ადგილზე გაიგზავნა 70 კაციანი ეშალონი „საქბამმშენის“ მატარებლით. უმაღლესი კლასის მშენებლებს „საქბამმშენის“ ხელმძღვანელი ანზორ დვალიშვილი ედგა სათავეში.[1] გაუვალ ტაიგაში მოეწყო დროებითი ბანაკი, გაწმინდეს თვითმფრინავის დასაჯომი ბილიკი. მუდმივი დასახლების მშენებლობა დაიწყო 1975 წლის აპრილში.[2]
1975 წლის 6 ნოემბერს სარკინიგზო ხაზმა სადგურ ზვეზდნოიედან მიაღწია ნიას.[2] სადგურს უწოდეს ნია-გრუზინსკაია. საცხოვრებელი დასახლება შეიქმნა „თბილქალაქპროექტის“ ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ. კომპლექსი მოიცავდა: 7 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, სკოლას, საბავშვო ბაღს, საზოგადოებრივ სავაჭრო ცენტრს, რკინიგზის სადგურს და საქვაბე ოთახს.[1] 1981 წლის 23 თებერვალს დასახლება ექსპლუატაციაში შევიდა, დროებითი სახლების მაცხოვრებლები გადავიდნენ ახალ შენობებში.[2]