ნიანგი დანდი (ფილმი)
ნიანგი დანდი (ინგლ. „Crocodile“ Dundee) - 1986 წელს გამოსული კინოკომედია, გადაღებული ავსტალიელი რეჟისორ პიტერ ფაიმის მიერ. მთავარ როლში პოლ ჰოგანი
„ნიანგი დანდი“ | |
---|---|
დანდის ფიგურა | |
ჟანრი | კომედია |
რეჟისორი | პიტერ ფაიმანი |
პროდიუსერი | ჯონ კორნელი |
სცენარის ავტორი | ჯონ კორნელი, პოლ ჰოგანი, კენ შეიდი. |
როლებში | პოლ ჰოგანი, ლინდა კოზლოვსკი |
კომპოზიტორი | პიტერ ბესტი |
ოპერატორი | რასელ ბოიდი |
სტუდია | Rimfire Films, Paramount Pictures |
დისტრიბუტორი |
|
პრემიერა |
|
ხანგრძლივობა | |
ქვეყანა |
|
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 8.8 მილიონი A$[4] |
შემოსავალი | 328 მილიონი $[5] |
შემდეგი | „ნიანგი დანდი II“ |
სიუჟეტი
რედაქტირებაNewsday-ის საგაზეთო მედიამაგნატის შვილი, ამერიკელი ახალგაზრდა ჟურნალისტი სიუ ჩალტონი, გაიგებს ავსტრალიაში მცხოვრებ მიკ ჯ. დანდიზე, რომელიც ნიანგს შეებრძოლა და დაამარცა. სიუ ავსტრალიაში გაემგზავრება და პატარა დასახლებაში ჩავა. მას სურს გადაიღოს ის ადგილი სადაც დანდი ნიანგს შეებრძოლა, ინტერვიუ ჩაწეროს და ამაში 2500 დოლარს უხდის.
დანდის პატარა ბარში შეხვდება, სადაც დასალევად დიდი სათამაშო ნიანგით შემოვა. იგი აბორიგენებთან არის გაზრდილი, დასახლებიდან ფაქტობრივად არ გასულა და მათთვის ნამდვილი ლეგენდაა. ნიანგზე თავდასხმის ადგილის სანახავად დანდი ჯერ უდაბნოს გზით წაიყვანს ჟურნალისტს, შემდეგ ჭაობში გაატარებს. ანახებს ნიანგის მიერ დამტვრეულ ნავს და მასთან ბრძოლის შესახებ მოუყვება. გზაში შემოაღამდებათ და კარავში გაათევენ. ღამე სიუს სროლა გამოაღვიძებს, ბრაკონიერები კენგუროებზე სროლით ერთობიან. დანდი ჩაუსაფრდება და სროლით გაყრის მათ. შემდეგ აბორიგენებს გაესაუბრება, დიდ ხარს თითების მოძრაობით დააძინებს და ქალზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. მეორე დღეს გზას განაგრძობენ, სიუ ეტყვის რომ მარტოსაც შეუძლია ტყეში გზის გაგნება, წავა და დაუბარებს რომ დანიშნულების ადგილზე შეხვდება. დანდი ჩუმად უკან გაეკიდება. მდინარიდან წყლის შევსებისას სიუს ნიანგი დაესხმება თავს, დანდი გადახტება, თავისი დიდი ბოუის დანით მოკლავს რეპტილიას და ქალს გადაარჩენს. ღამე დანდი აბორიგენების სარიტუალო ცეკვაზე დაასწრებს. სიუ შესთავაზებს დანდის რომ ამერიკაში, ნიუ-იორკში წაყვეს. ავსტრალიელი საერთოდ არაა ქალაქში ნამყოფი და პირველ ჯერზე გაკვირვებულია ყველაფრით. სიუს პირად მძღოლ გასს დაუმეგობრდება.
დანდი ქალაქში გაისეირნებს, ბევრ ხალხში დაიკარგება და პოლიციელი ცხენით მიიყვანს. სიუ დანდის შეყვარებულ რიჩარდს გააცნობს, რომელიც არ მოეწონება და ერთი დარტყმით გათიშავს. ღამე დანდი ტაქსისტს კარგ ბარს კითხავს. თავისი იუმორისა და ხასიათის დამსხურებით, ბევრ უცხო ადამიანს დაიახლოვებს და პოპულარული გახდება. სასტუმროში წასვლამდე კი ქუჩაში ერთ სუტენიორს სცენს.
დილით სიუ ქალაქში გაასეირნებს. სეირნობისას ქურდი ერთ ქალს ჩანთას გამოსტაცებს და ბრბოში შევარდება. დანდი ძირს დავარდნილ კონსერვის ქილას აიღებს და ქურდს ზუსტად მოარტყავს. მისი პოპულარობა დღითი დღე იზრდება. სიუ ბალზე წაიყვანს, იქიდან გამოსულებს კი ხულიგნები დანით საფულეს წართმევას დაუპირებენ, დანდი თავის დიდ დანას დაუძრობს და თავდამსხმელებს გაყრის.
„შენთან როგორც ჯენი ტარზანთან ისე ვგრძნო თავსო“ - ეტყვის სიუ და აკოცებს. ჟურნალისტი დანდის მამამის მოწყობილ დიდ ბალზე წაიყვანს, სადაც რიჩარდი ხელს თხოვს და ბეჭედს გაუკეთებს. გულდაწყვეტილი დანდი გარეთ გამოვა და გასთან ერთად ღამის ქალაქში გაისეირნებს. გას დაემშვიდობება და მარტო გაისეირნებს. ბნელ ქუჩაში წინა დღით ნაცემი სუტენიორი დახვდება და ორ ჯანიან ტიპს დაახვედრებს. დანდი წინააღმდეგობას გაუწევს, მაგრამ სამნი მოერევიან და მშველელად გასი მოევლინება, რომელიც ავტომობილით შევარდება მოჩხუბრებში.
დილას სიუზე გულგატეხილი დანდი სასტუმროდან აიბარგება და ამერიკაში მოგზაურობას გადაწყვეტს. სიუ სასტუმროში მიაკითხავს მიკს, თუმცა არ დახვდება. კარისკაცისგან გაიგებს რომ მეტროსკენ წავიდა და სიუც გაეკიდება. მეტროში ჩაასწრებს და ყველას თანდასწრებით ეტყვის რომ ის უყვარს და რიჩარდზე არ აპირებს გათხოვებას. დანდი გაიქცევა და ჩაეხუტება სიუს.
მსახიობები
რედაქტირება-
პოლ ჰოგანი
-
ლინდა კოზლოვსკი
-
დანდის ფიგურა
მსახიობი | როლი |
---|---|
პოლ ჰოგანი | ნიანგი დანდი |
ლინდა კოზლოვსკი | სიუ ჩარლტონი |
მარკ ბლამი | რიჩარდ მეისონი |
რეჯინალდ ბელჯონსონი | გასი |
ჯონ მეილონი | უოლტერ რეილი |
დევიდ გალპილი | ნეივილ ბელი |
სტივ რეკმენი | დონკი |
ჯილდოები
რედაქტირებაპრემია | წლები | კატეგორია | ნომინაცია | შედეგი |
---|---|---|---|---|
ოსკარი | 1987 | საუკეთესო სცენარი | ჯონ კორნელი, პოლ ჰოგანი, კენ შეიდი | ნომინაცია |
BAFTA Awards | 1987 | საუკეთესო სცენარი | ჯონ კორნელი, პოლ ჰოგანი, კენ შეიდი | ნომინაცია |
BAFTA Awards | 1987 | საუკეთესო მსახიობი მამაკაცი | პოლ ჰოგანი | ნომინაცია |
ოქროს გლობუსი | 1987 | საუკეთესო მსახიობი მამაკაცი | პოლ ჰოგანი | გამარჯვებული |
ოქროს გლობუსი | 1987 | საუკეთესო მსახიობი ქალი | ლინდა კოზლოვსკი | ნომინაცია |
ოქროს გლობუსი | 1987 | საუკეთესო მიუზიკლისა ან კომედიისთვის | ჯონ კორნელი | ნომინაცია |
სატურნის ჯილდო | 1987 | საუკეთესო ფანტეზი | ჯონ კორნელი | ნომინაცია |
სატურნის ჯილდო | 1987 | საუკეთესო სცენარი | ჯონ კორნელი, პოლ ჰოგანი, კენ შეიდი | ნომინაცია |
BMI Film & TV Award | 1987 | საუკეთესო მუსიკა | პეტერ ბესტი | გამარჯვებული |
Golden Screen | 1987 | Best Sold Tickets | გამარჯვებული | |
MPSE Award | 1987 | საუკეთესო ხმის ეფექტები | ტიმ ჩაუ | ნომინაცია |
საინტერესო ფაქტები
რედაქტირებაფილმა გაქირავებაში 330 მილიონი დოლარი შემოიტანა, რაც ერთ-ერთი საუკეთესოა ავსტარალიის კინემატოგრაფიაში. 1986 წელს მსოფლიოს კინოგაქირავებაში მე-2 ადგილი დაიკავა (პირველზე Top Gun გავიდა). კინემატოგრაფიის ისტორიაში კი 104-ე ადგილს იკავებს. ერთ-ერთი ვერსიით მთავარი გმირის პროტოტიპი არვინ ბლუმენტალსია, ან როდნი არსელი.
დანდის მთავარი იარაღი - დანა ბოუია (Bowie knife)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Crocodile Dundee. Classification Board (7 January 1986). ციტირების თარიღი: 19 May 2011
- ↑ Crocodile Dundee. BBFC (24 September 1986). ციტირების თარიღი: 19 May 2011
- ↑ Crocodile Dundee. British Film Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 2 November 2015
- ↑ David Stratton, The Avocado Plantation: Boom and Bust in the Australian Film Industry, Pan MacMillan, 1990 p335–338
- ↑ Crocodile Dundee. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 15 November 2020