ნიანგი დანდი ლოს-ანჯელესში
ნიანგი დანდი ლოს-ანჯელესში (ინგლ. Crocodile Dundee in Los Angeles) — 2001 წლის ფილმი, ნიანგ დანდის ტრილოგიის მესამე ნაწილი, ავსტრალიელ მონადირე ნიკ დანდის შესახებ (ნიანგი დანდი, „ნიანგი დანდი II“). ფილმის რეჟისორია საიმონ უინსერი, ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ პოლ ჰოგანი და ლინდა კოზლოვსკი.
„ნიანგი დანდი ლოს-ანჯელესში“ | |
---|---|
დანდის ფიგურა | |
ჟანრი | კომედია |
რეჟისორი | საიმონ ვინსერი |
პროდიუსერი | პოლ ჰოგანი, ლანსი ჰული |
სცენარის ავტორი | ერიკ აბრამსი, მეთიუ ბერი. |
ნაწარმოები | პოლ ჰოგანი |
როლებში | პოლ ჰოგანი, ლინდა კოზლოვსკი |
კომპოზიტორი | ბეზილ პოლედოურისი |
ოპერატორი | რასელ ბოიდი |
სტუდია |
|
დისტრიბუტორი |
Paramount Pictures (აშშ) United International Pictures (მსოფლიო) |
პრემიერა |
|
ხანგრძლივობა | 88 წთ |
ქვეყანა | ავსტრალია |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 25 მილიონი $[1] |
შემოსავალი | 39.4 მილიონი $[2] |
სიუჟეტი
რედაქტირებამიკ დანდი, მისი არაოფიციალური ცოლი სიუ ჩარლტონი და მათი შვილი მაიკი, ავსტრალიის პატარა დაბაში ცხოვრობენ. მთავრობამ ნიანგებზე ნადირობა აკრძალა და დანდი, თავის მეგობართან ჯეკოსთან ერთად მხოლოდ ტურისტებს ართობს. ერთ-ერთი წარმოდგენითი ნადირობისას დანდის და ჯეკოს, ნიანგი ნავს ჩაუძირავს და ტურისტები ხეზე ამძვრალებს დაადგებიან.
სიუს ჟურნალისტური საქმიანობა ენატრება, დანდი კი შვილს ტყეში ცხოვრებას ასწავლის. სიუს მამის სპეცკორესპონდენტი ტომი ავტოავარიაში დაიღუპება და გოგოს გაზეთის რედაქტორობას სთხოვს. წყვილი მაიკისთან ერთად ლოს-ანჯელესში გაემგზავრება. სიუ გაარკვევს რომ ტონი კინოკომპანია „სილვერგეიტში“ ჟურნალისტულ გამოძიებას ატარებდა. ქალი აღმოაჩენს რომ კომპანიამ ორი ფილმი გადაიღო, რომელიც ჩავარდა. სიუ გადაწყვეტს გამოძიებას ხელი მოკიდოს.
კინოკომპანია შეხვედრას მოაწყობს და სიუ, დანდის წაიყვანს. ჟურნალისტი კომპანიის დირექტორს არნან როტმანს გაეცნობა და ტომის შესახებ გამოკითხავს. შეხვედრაზე კომპანიის საერთაშორისო აგენტ სერბ მილოშ დრუბნიკსაც გაიცნობს, რომელიც ევროპაში საქმიანობს.
ამასობაში ტომის სახლს გაძარცვავენ და სიუ დაეჭვდება, რომ რაღაც არაა წესრიგში და დაღუპული ჟურნალისტის სახლიდან ნივთმტკიცებები წაიღეს. იგი დამოუკიდებელ გამოძიებას დაიწყებს და დანდის თხოვს დამარებას. სიუ არნის ინტერვიუზე ეწვევა, რომელიც ეტყვის რომ ურეიტინგო ფილმებს იმიტო იღებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე შევიდნენ. სიუ მიხვდება რომ კინობიზნესი შეფარული საქმიანობაა და სინამდვილეში სხვა რამ ხდება.
მაიკს სკოლაში მიიყვანენ, სადაც თავისი ბუნების ცოდნით გააოცებს ყველას. სკოლიდან მომავალი დანდები, პარკში იოგაში მოვარჯიშე ტაისონს ნახავენ და სამი მაიკი ერთად გაივარჯიშებს. დანდი, ლოს-ანჟეელსში მეგობარ ჯეკოს წაიყვანს და ქალაქში გაისეირნებს. გზად მანქანით მძარცველებს გადაეყრებიან, ავსტრალიელები მათ იარაღს წაართმევენ და ავტომობილსაც დაუმტვრევენ.
დანდი სიუს გამოძიებაზე დაელაპარაკება, მისი აზრით კინოკომპანიას აღმოსავლეთ ევროპიდან ყუთებით იარაღი შემოაქვს და ამის გასარკვევად კინოსტურდიაში მასოვკის მსახიობის შირმით შეიპარება. დანდი კინოსტუდიის საწყობში შევა, სერბეთიდან წამოღებულ ყუთებს გახსნის და სურათებს იპოვნის. დეკორატორები ეტყვიან რომ ეს ასლებია და ფილმის გასაფორმებლად ჭირდებათ. დანდი ერთ სურათს პატარა ნაწილს აათლის და ექსპერტიზაზე გააგზავნის, რადგანაც ნარკოტიკი გონია.
ლაბორატორიიდან ეტყვიან რომ ჩარჩო ჩვეულებრივი გიფსია. დანდი ფოტოებს გადაუღებს სურათებს და ხელოვნების ექსპერტს მიუტანს. ის ეტყვის რომ აღნიშნული სურათები აღარ არსებობს, ბელგრადის მუზეუმში ინახებოდა და ნატოს დაბომბვისას დაიწვნენ. დანდი კვლავ შეიპარება კინოსტუდიაში და გაარკვევს რომ სურათები ორიგინალებია და საზღვარზე კონტრაბანდული გზით რომ გადმოეტანათ ასლებად გაასაღეს. დანდი ერთ სურათს მოიპარავს, რათა პოლიციას ანახოს. არნანი და მილოში დაინახავენ, იცნობენ და ხალხს დაადევნებენ. ბრძოლა ჰოლივუდის პავილიონში გაგრძელდება. არნანის ხალხი სიუს და ჯეკოს შეიპყრობენ და დანდის დანებებას უბრძანებენ. ავსტრალიელი კი მათ ლომს მიუქსევს და დაბნეულებს განაიარაღებს. პოლიცია დამნაშავეებს დააკავებს, დანდი კი ხელს თხოვს სიუს.
დანდი და სიუ ავსტრალიაში, მდინარის ნაპირას დაქორწინდებიან. პატარა მაიკს კითხავენ, რა ურჩევნია ავსტრალიაში ნიანგი დანდი-2 იყოს, თუ ლოს-ნაჯელესში დაბრუნდეს და მედია მაგნატი გახდეს. ბიჭი ორივეს აირჩევს. სიუ ყვავილების თაიგულს უკან გადააგდებს, რომელსაც მდინარიდან ამოსული ნიანგი დაიჭერს. დანდი და ჯეკო კოსტუმებს გაიხდიან და თაიგულის ამოსაღებად წავლენ.
მსახიობები
რედაქტირება-
პოლ ჰოგანი
-
ლინდა კოზლოვსკი
-
დანდის ფიგურა
მსახიობი | როლი |
---|---|
პოლ ჰოგანი | ნიანგი დანდი |
ლინდა კოზლოვსკი | სიუ ჩარლტონი |
ჯიმ ბერნსი | არმან როტმანი |
ალეკ უილსონი | ჯეკო |
ჯერი სკილტონი | ნაგერტ ო’კესი |
სერჟ კოკბურნი | მაიკი დანდი, შვილი |
მაიკ ტაისონი | მაიკ ტაისონი |
ჯონათან ბანკსი | მილოშ დრუბნიკი |
ჯორჯ ჰამილტონი | ჯორჯ ჰამილტონი |
ჯილდოები
რედაქტირებაპრემია | წლები | კატეგორია | ნომინაცია | შედეგი |
---|---|---|---|---|
ოქროს ჟოლოს დაჯილდოება | 2020 | Worst Remake or Sequel | ნომინაცია | |
Young Artist Awards | 2002 | საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი | სერჟ კოკბურნი | ნომინაცია |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „ნიანგი დანდი ლოს-ანჯელესში“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „ნიანგი დანდი ლოს-ანჯელესში“ — TCM-ის მონაცემთა ბაზაში
- „ნიანგი დანდი ლოს-ანჯელესში“ — Allmovie-ზე
- „ნიანგი დანდი ლოს-ანჯელესში“ — ამერიკის კინოინსტიტუტის ფილმების კატალოგი
- „ნიანგი დანდი ლოს-ანჯელესში“ — Box Office Mojo-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Crocodile Dundee in Los Angeles (2001). Nash Information Services, LLC. ციტირების თარიღი: 1 January 2023
- ↑ Crocodile Dundee in Los Angeles (2001). Box Office Mojo.