ნიაზის სახლ-მუზეუმი
ნიაზის სახლ-მუზეუმი (აზერ. Niyazinin ev-muzeyi) — მემორიალური მუზეუმი, რომელიც მიძღვნილია აზერბაიჯანელი დირჟორის, კომპოზიტორის, სსრკ-ის სახალხო არტისტის, ნიაზისადმი. მუზეუმი წარმოადგენს აზერბაიჯანის აზერბაიჯანის მუსიკალური კულტურის სახელმწიფო მუზეუმის ფილიალს. განლაგებულია ქალაქ ბაქოში, მისამართი: ბულბულის გამზირი, 29.[1] ნიაზი ცხოვრობდა ამ ბინაში 1958 წლიდან გარდაცვალებამდე. ნიაზის სახლ-მუზეუმი შეიქმნა აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს 1990 წლის 28 დეკემბრის განკარგულებით. მუზეუმის გახსნა შედგა 1994 წლის 18 სექტემბერს.
ნიაზის სახლ-მუზეუმი აზერ. Niyazinin ev-muzeyi | |
---|---|
![]() | |
40°22′29″ ჩ. გ. 49°50′35″ ა. გ. / 40.37472° ჩ. გ. 49.84306° ა. გ. | |
დაარსდა | 1994 |
ქვეყანა |
![]() |
მდებარეობა | ბაქო |
ოფიციალური საიტი | http://www.musicmuseum.az/ |
![]() |
ნიაზის სახლ-მუზეუმში რეგულარულად ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნება რესპუბლიკის მუსიკალურ მოვლენებს: კონფერენციები, კონცერტები და შემოქმედებითი საღამოები.
ნიაზის სახლ-მუზეუმი შედგება 5 ოთახისგან, რომელთა ნაწილიც ატარებს მემორიალურ ხასიათს. ისინი შენახული არიან ისევე, როგორც მუსიკოსის სიცოცხლის დროს. დარჩენილი ნაწილი კი დათმობილია ექსპოზიციებისათვის. ექსპონატების ოთახში გამოფენილია ექსპონატები, რომლებიც მოგვითხრობენ ნიაზის ცხოვრებაზე ბავშვობიდან გარდაცვალებამდე. აქ ქრონოლოგიურად წარმოდგენილია იშვიათი დოკუმენტები ნიაზის პირად ცხოვრებაზე, აფიშები, საავტორო სანოტო ხელნაწერები.
სასტუმრო ოთახში წარმოდგენილია ფოტოსურათები, რომლებიც გამოსახავენ მუსიკოსის საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ასევე გამოფენილია მაესტროსადმი ნაჩუქარი და მუზეუმის მიერ შეძენილი ექსპონატები, რომლებიც წარმოადგენენ სახვითი ხელოვნების ნიმუშებს.[2]
სქოლიორედაქტირება
- ↑ Дом-музей Ниязи
- ↑ Сайт Азербайджанского Государственного Музея Музыкальной Культуры. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-03. ციტირების თარიღი: 2018-12-30.