ნიავი
„ნიავი“ — ქართული ლიტერატურულ-მხატვრული ალმანახი; გამოდიოდა 1909 წელს თბილისში. გამოცემულია 8 ნომერი. რედაქტორი — ვ. გუნია, გამომცემელი — თ. გომელაური. ალმანახში დაბეჭდილია ლექსები, მოთხრობები, პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები, კარიკატურები და სხვა. „ნიავში“ გამოქვეყნებულია შ. ქართველიშვილის, ი. იმედაშვილის, ლ. გეგეჭკორის, მ. ბალანჩივაძის, კ. გოცირიძის, დ. ქავთარაძის, დ. მებუკის, ი. გრიშაშვილის, მ. ჯანაშვილისა და სხვათა ნაწარმოებები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 406.