ნიადაგის ჰორიზონტი
ნიადაგის ჰორიზონტი — შრე, რომელიც ყალიბდება ნიადაგის წარმოქმნის პროცესში. ნიადაგის გენეტიკური ჰორიზონტების ერთობლიობა ქმნის ნიადაგის პროფილს. ნიადაგის ჰორიზონტები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან შეფერილობით, სტრუქტურით, სიმკვრივით, მექანიკური, ქიმიური, ფიზიკური და სხვა თვისებებით.
ყოველი ნიადაგის ჰორიზონტი მეტნაკლებად ერთგვაროვანია. ნიადაგის ჰორიზონტი შეიძლება დაიყოს ქვეჰორიზონტებად.
ნიადაგის ჰორიზონტის აღმნიშვნელი სიმბოლოებია (ინდექსებია):
- A - ნეშომპალა-აკუმულაციური, ხშირად ელუვიური;
- B - ილუვიური ან მეტამორფული;
- C - ნიადაგთწარმომქმნელი ქანი.
ქვეჰორიზონტებია:
- Ao - მკვდარი საფარი,
- A1 - ჰუმუსიანი,
- A2 - გაეწრებული;
- BH - ჰუმუსის მეორე მაქს. და ა.შ.
დამუშავებულ ნიადაგში გამოყოფენ სახნავ ჰორიზონტს – A სახნავი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაArbeitskreis für Bodensystematik der Deutschen Bodenkundlichen Gesellschaft. Aktueller Stand der wissenschaftlichen Bearbeitung der deutschen Bodensystematik
- Bodenhorizonte und Bodenprofil. Lern- und Arbeitsumgebung zum Themenfeld "Boden" im Unterricht. Westfälische Wilhelms-Universität Münster
- Bodenhorizonte. დაარქივებული 2010-11-19 საიტზე Wayback Machine. TRIANET, Program of the European Union Socrates-Comenius
- Bodenwelten. Internetseite des Bundesministeriums für Umwelt, Naturschutz und Reaktorsicherheit (BMU)
- Peter Fitze: Bodengeographie. დაარქივებული 2010-09-18 საიტზე Wayback Machine. Skript des Geographischen Instituts der Universität Zürich
ლიტერატურა
რედაქტირება- ლეჟავა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 406.