ნიადაგის წყალმცენარეები

ნიადაგის წყალმცენარეებინიადაგის ზედაპირზე ან მის სიზრქეში მცხოვრები წყალმცენარეები. მიეკუთვნება ლურჯ-მწვანე, მწვანე, ყვითელ-მწვანე და კაჟოვანი წყალმცენარეები. ყოფილ სსრკ-ის ნიადაგებში ცნობილი იყო 1400-მდე სახეობის წყალმცენარე. წამყვანი როლი ეკუთვნის ლურჯ-მწვანე და მწვანე წყალმცენარეებს. ნიადაგის ზედა ფენებში ნიადაგის წყალმცენარეები ქმნიან ორგანულ ნივთიერებებს, აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას. ბევრი ლურჯ-მწვანე ნიადაგის წყალმცენარეები აფიქსირებს ატმოსფეროს აზოტს.

ლიტერატურა

რედაქტირება