ნიაგარის რეგიონული მუნიციპალიტეტი

(გადამისამართდა გვერდიდან ნიაგარის რეგიონალური მუნიციპალიტეტი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიაგარა (მრავალმნიშვნელოვანი).
ნიაგარა

ნიაგარას დროშა

ნიაგარას დროშა
დევიზი: ერთობა, პასუხისმგებლობა, ერთგულება
ნიაგარას მდებარეობა
ქვეყანა კანადა
პროვინცია ონტარიო
მერი პიტერ პარტინგტონი
ფართობი 1,852 კმ²
მოსახლეობა
 - მთლიანად (2006 ცენზი)
427,421 
სიმჭიდროვე 223.5/კმ²
დაარსდა 1970
დროის სარტყელი აღმ. (UTC-5)
საიტი ნიაგარას რეგიონი

ნიაგარის რეგიონული მუნიციპალიტეტი, ან უბრალოდ ნიაგარის რეგიონი წარმოადგენს სამხრეთი ონტარიოს შემადგენლობაში შემავალ თორმეტიდან ერთ-ერთ რეგიონულ მუნიციპალიტეტს.

აღმოსავლეთით შემოსაზღვრულია ნიაგარის მდინარეთი, რომელიც ასევე წარმოადგენს საზღვარს აშშ-თან. ჩრდილოეთით ესაზღვრება ტბა ონტარიო და სამხრეთით ერის ტბა.

უნიკალური ლანდშაფტი ნიაგარას აქცევს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მნიშვნელოვან ცენტრად კანადაში. ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება სოფლის მეურნეობაში მეყურძნეობა და მეღვინეობაა. აქ მდებარეობს სახელგანთქმული ნიაგარის ჩანჩქერი, რაც ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველს ხდის ამ რეგიონს. ნიაგარას რეგიონში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად თორმეტ მილიონს აღწევს.