ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნეშერი (ებრ.: נֶשֶׁר) — ქალაქი ისრაელის ტერიტორიაზე არსებულ ხაიფის რაიონში. 2022 წელს მისი მოსახლეობა შეადგენდა 23 761. ქალაქი დაარსდა 1923 წელს, როგორც ნეშერის ცემენტის ქარხნის მშრომელთა ქალაქი. პირველი ცემენტის ქარხანა სწორედ ნეშერში აშენდა.

ქალაქი
ნეშერი
נֶשֶׁר
დროშა გერბი

ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
მუნიციპალიტეტი ხაიფა
კოორდინატები 32°46′16″ ჩ. გ. 35°02′22″ ა. გ. / 32.77111° ჩ. გ. 35.03944° ა. გ. / 32.77111; 35.03944
მერი როი ლევი
დაარსდა 1923 წ.
ადრეული სახელები „ორბი“
ფართობი 12 090 დუნამი 4.67 კვ. მილი ან 12.09 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10 მეტრი
მოსახლეობა 23 761 კაცი
სიმჭიდროვე
  • სიმჭიდროვე 2 000 კვ.კმ (5 100 კვ. მილი) კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა
  • ებრაელები და სხვები 98.6%
  • არაბული 1.4%
ოფიციალური საიტი http://www.nesher.muni.il/show_item.asp?itemId=113&levelId=44806&itemType=0
Israel outline haifa.png
Israel outline haifa.png
 
 
ნეშერის ქუჩის რუკა (თარიღდება 2018 წლით, თეთრი ტექსტი და ღია ნაცრისფერი ქუჩები) ნაჩვენებია პალესტინის რუკასთან ერთად (თარიღდება 1932 წლით, შავი ტექსტი, წითელი ურბანული რაიონები და შავი ქუჩები), რომელზეც ასახულია „ძველი ნეშერის“ შედარებითი მდებარეობა. ცემენტის ქარხანა და მოსახლეობისგან დაცლილი პალესტინის ქალაქები ბალად ალ-შეიხი, იაჯური და ალ ხურეიბა.

ნეშერი დაარსდა 1924 წელს, როგორც ნეშერის ცემენტის ქარხნის მშრომელთა ქალაქი, ხოლო ნეშერის ცემენტის ქარხანა წარმოშობით რუსეთიდან ებრაელმა მეწარმემ, მაიკლ პოლაკმა 1923 წლის სექტემბერში. ტერიტორია იყო ნესტიანი და მოდებული იყო მალარია, მაგრამ ქარხანაში დასაქმებულები თანდათანობით გადადიოდნენ საცხოვრებლად ოჯახებთან ერთად. შედეგად, მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 1 500-მდე.[1] ნეშერი ამუშავდა, როგორც საჯარო კომპანია 1925 წელს.[2] 1929 წლის პალესტინის ამბოხების დროს, ბალად ალ-შეიხის მეზობლად მცხოვრები არაბები თავს დაესხნენ ქარხანას და ფერმა გადაწვეს.[3]

1930-იანი წლების შუაში, ნეშერის ცემენტის ქარხანას ჰყავდა 700 დასაქმებული, რომელთა შორის იყვნენ როგორც ებრაელები, ისე არაბები.[2]

1948 წელს, ევროპიდან, ერაყიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან წამოსული ათასობით ებრაელი იმიგრანტი დასახლდა ნეშერში. ქალაქი ასევე გაფართოვდა პალესტინის სოფელ ბალად ალ-შეიხის და მყისიერად „ძველი ნეშერის“ ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით მას შემდეგ, რაც სამანდატო პალესტინის 1947–1948 წლების სამოქალაქო ომის დროს ქალაქი დაიცალა. ქალაქის თელ ჰანანის სამეზობლოს ნაწილი აშენდა სოფლის გასწვრივ. 1952 წელს, ადგილობრივი საბჭო ფორმირდა, რომელიც შედგებოდა ოთხი სამეზობლოსგან – ნეშერი, გივ ათ ნეშერი, ბენ-დორი და თელ ჰანანი. პირველი მერი იყო იეჰუდა შიმრონი.[4]

დემოგრაფია

რედაქტირება

2005 წლის CBS სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნეშერის ეთნიკური კომპოზიცია შედგებოდა 99.5% ებრაელის და სხვა არა-არაბებისგან. 2005 წლის მოსახლეობის 30.7% იყვნენ იმიგრანტები, რომლებიც ისრაელში მოვიდნენ 1990 წლის შემდგომ.[5]

განათლება

რედაქტირება

ქალაქის საგანმანათლებლო სისტემა შედგება ექვსი დაწყენითი სკოლისგან, ერთი სრული და ორი საშუალო სკოლის, ისევე, როგორც 36 საბავშვო ბაღისა და 4 000 მოსწავლისგან შემდგარი ყოველდღიური ზრუნვის ცენტრისგან. ნეშერის მაღალი კლასების მოსწავლეების დაახლოებით 70%-მა ბაგრუთის მისაღები გამოცდების ჩააბარა, რომელთაგან 98%-მა ზღვარი გადალახა. ეს ისრაელის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ნეშერის სრული განათლების სკოლამ ათწლეულის მანძილზე ორჯერ მოიგო ისრაელის საგანმანათლებლო პრიზი.[4]

დაძმობილება და კულტურული გაცვლა

რედაქტირება

2005 წელს, ბროვარდის ოლქის ებრაულმა ფერედარიამ დაამყარა პარტნიორობა ნეშერთან იმ ძალისხმევით, რომ შექმნა კულტურული გაცვლის პროგრამა, რომელიც მოიცავდა სრული ზოგადი განათლების საფეხურს, კოლეჯის სტუდენტთა გაცვლისა და ვიდეო-კონფერენციებს ღონისძიებებისთვის, როგორიცაა სასკოლო ზეიმები და კონცერტები.[6]

მუნიციპალური ემბლემა მოქარგა დეივიდ ჰოლოდმა, რომელიც 1962 წლის 24 ოქტომბერს ადგილობრივ საკომიტეტო შეხვედრაზე დამტკიცდა. ის მოიცავდა რამდენიმე ჩანაწერს:

  • ორბი წარმოადგენს ქალაქის სახელს და ცემენტის ქარხანას მისი დაარსებიდან.
  • 4 გორაკი წარმოადგენს მთიან რელიეფს და ოთხ ორიგინალურ სამეზობლოს, რომელიც მოიცავს დასახლებებს, როგორებიცაა ბენ დორი, თელ ჰანანი, ნეშერი და გივათ ნეშერი.
  • ქარხანა და ბუხარი წარმოადგენს იმ ინდუსტრიულ საფუძველს, რომელიც ქალაქმა დააარსა.
  • ხე წარმოადგენს წლების განმავლობაში ქალაქის ზრდასა და აყვავებას.
  1. Nesher – At the heart of the region. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-08. ციტირების თარიღი: 2011-09-16
  2. 2.0 2.1 Haifa: Transformation of an Arab Society 1918-1939, May Seikaly
  3. Eshel, Tzadok (1976). The Cement and Its Makers: Nesher's Jubilee (he). Haifa: Nesher, გვ. 68. 
  4. 4.0 4.1 About Nesher. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-08. ციტირების თარიღი: 2011-09-16
  5. Local Authorities in Israel 2005, Publication #1295 - Municipality Profiles - Nesher he. Israel Central Bureau of Statistics. ციტირების თარიღი: 2008-09-20
  6. Liebermann, Randall P. (August 14, 2013). „Sharansky supports Federation-Nesher partnership“. Sun-Sentinel. ციტირების თარიღი: April 23, 2019.
პანორამა ნეშერის ხედით მთა კარმელისკენ
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნეშერი“-დან