ნექტონი (ბერძნ. nektos — მცურავი) — აქტიურად მოცურავე პელაგური ცხოველების ერთობლიობა, რომლებსაც შეუძლიათ დინების წინააღმდეგ ცურვა დიდ მანძილზე. ნექტონს ეკუთვნიან თევზები, კალმარები, ვეშაპისნაირნი, ფარფლფეხიანები, წყლის გველები, კუები, პინგვინები. ნექტონს უპირისპირებენ პლანქტონს, მათ შორის საშუალო ადგილი უჭირავს მიკრონექტონს, რომლის წარმომადგენლებს მოძრაობა შეზღუდული აქვთ. ასეთებია თევზების ლიფსიტები, თევზებისა და კალმარების სახეობები და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება