ნეფერკაურა
ნეფერკაურა — ძველი ეგვიპტის ფარაონი VIII დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. XXII საუკუნეში.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/90/Abydos_KL_07-15_n54.jpg/220px-Abydos_KL_07-15_n54.jpg)
ფარაონი ცნობილია მხოლოდ აბიდოსის მეფეთა სიის მიხედვით. არაა შემონახული არც მისი საფლავი და არც რაიმე ძეგლი მისი მმართველობის პერიოდიდან. თუკი ფარაონი რომელიც მოხსენიებულია კაკაურა იბის შემდეგ ტურინის პაპირუსში № IV/12, რომლის სახელწოდებაც არ შემორჩენილი, შეესაბამება ნეფერკაურას, მაშინ მისი მეფობა უნდა გაგრძელებულიყო 2 წელი, 1 თვე და 1 დღე.