ნეფერკარა IV ხენდუძველი ეგვიპტის ფარაონი, მართავდა ძვ. წ. XXII საუკუნეში მიეკუთვნება VIII დინასტიას.

აბიდოსის მეფეთა სია (ფრაგმენტი). ნეფერკარა IV

ფარაონი ცნობილია აბიდოსის წარწერებიდან, ფარაონის საფლავი და მისი მართველობის დროინდელი ძეგლებიც არ არის შემონახული, გარდა ცილინდრის ფორმის ბეჭდისა სახელად „ჰენდი“, რომელიც ჰენრი ფრანკფორტმა 1926 წელს მიაკუთვნა ამ ფარაონს, მაგრამ თანამედროვე მკვლევართა ერთი ჯგუფფი ამ ბეჭედს უკავშირებს გვიანდელი ჰიქსოსების ფარაონ ხამუდს. მისი მეფობა სავარაუდოდ რამდენიმე წელი უნდა გაგრძელებულიყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება