ნეუკენი (მდინარე)
ნეუკენი — მდინარე არგენტინის პატაგონიაში, ნეუკენის პროვინციაში. წარმოადგენს პროვინციის მეორე უმთავრეს მდინარეს ლიმაის შემდეგ. სათავეს იღებს ანდებში, ზღვის დონიდან 2,300 მეტრზე. მისი სიგრძე დაახლოებით 500 კმ-ია.
ნეუკენი | |
---|---|
![]() კანიონი მდინარის ხეობაში | |
ქვეყანა |
![]() |
ქალაქები | ნეუკენი |
სიგრძე | 500 კმ |
აუზის ფართობი | 50 774 კმ² |
![]() |
მსვლელობისას, მდინარის წყალს ერევა ვულკან კოპაუესა და დომუიოდან გადმოსული ნალექი, რაც მის სუფთა წყალს აბინძურებს.
ქალაქ ნეუკენთან ერწყმის მდინარე ლიმაის, რის შედეგადაც წარმოიქმნება მდინარე რიო-ნეგრო.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ნეუკენის პროვინციის რუკა
- არგენტინის ჰიდროლოგიური აუზი დაარქივებული 2007-03-14 საიტზე Wayback Machine.