ნესტიარის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
ნესტიარის წმინდა ნიკოლოზის მონასტერი (რუს. Свято-Николаевский монастырь) — მოქმედი მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის სოფელ ნესტიარში. დაარსებულია 1859 წელს. ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს გოროდეცკის ეპარქიას.
ნესტიარის წმინდა ნიკოლოზის მონასტერი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 56°33′33″ ჩ. გ. 45°19′52″ ა. გ. / 56.55917° ჩ. გ. 45.33111° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ნესტიარი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1859 |
ისტორია
რედაქტირებაეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1859 წლის აგვისტოში[1]. პროექტი შეიმუშავეს არქიტექტორებმა ა. ტურმიშევმა და ნ. უჟუმედსკ-გრიცევიჩმა. პროექტი ძირითადად მორგებულია კონსტანტინე ტონის პროექტზე, რომელიც ტაძარს აშენებდა არქიტექტურული სტილით გემი. მთავარ, დასავლეთის შესასვლელის თავზე დაადგეს სამიარუსიანი სამრეკლო.
ტაძრის არქიტექტურა არის ეკლექტიზმის საუკეთესო ნიმუში, რომელიც შეიცავს კლასიციზმის (დიდი ნახევარწრიული ფანჯრები, სამკუთხა ფრონტონები და სანდრიკები) ელემენტებს, ძველირუსული ხუროთმოძღვრების ელემენტებთან ერთად. ფასადები წარმოდგენილია მკაცრი გეომეტრიული ორნამენტებით.
ეკლესია დაიხურა 1930-იანი წლების ბოლოს[2]. შენობა გადაეცა კოლმეურნეობის საწყობს და მალევე დაინგრა. XX საუკუნის ბოლოს ხანძრის შედეგად დაზიანდა ტაძრის მთავარი ნაწილი, სამრეკლო და სატრაპეზოს გავახურვა.
2006 წელს ეკლესია გადაეცა ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას. აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა პროექტის მიხედვით, რომელიც ეესაბამებოდა XIX საუკუნის არქიტექტურულ სტილს.
2008 წლისათვის დასრულდა გუმბათის კონსტრუქციის შედუღება და განხორციელდა მისი დამონტაჟება[3].
2009 წელს შეაკეთეს სამრეკლო. ამ დროისათვის ხუთი გუმბათიდან სამი იყო სპილენძისა, ხოლო ორი - მეტალისა. აგვისტოს დასასრულს სამრეკლოზე აღართეს პირველი ჯვარი. სულ ტაძრისათვის ნიჟნი-ნოვგოროდის ქარხანა „ბურევესტნიკში“ დაამზადეს ათი ჯვარი. მოოქროვების შემდეგ ხუთი მათგანი დაამონტაჟეს ცენტრალურ გუმბათზე, ხოლო ოთხი - სამრეკლოზე.
2011 წელს შედგა პირველი ღვთისმსახურება. ამავე პერიოდში დასრულდა სარესტავრაციო სამუშაოები.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ На восстанавливающийся храм в селе Нестиары будут установлены кресты. Нижегородская епархия (18 августа 2009 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-07. ციტირების თარიღი: 2011-12-24.
- ↑ Высоцкая, Светлана. (31 августа 2009 года) На Никольский храм в селе Нестиары установлен первый крест. Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-07. ციტირების თარიღი: 2011-12-24.
- ↑ Высоцкая, Светлана. (19 декабря 2008 года) В Никольской церкви села Нестиары Воскресенского района Нижегородской области ведутся реставрационные работы. Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-07. ციტირების თარიღი: 2011-12-24.