ნესტვედი
ნესტვედი (დან. Næstved) — კომერციული ქალაქი დანიაში, კუნძულ ზელანდიაზე, თავისივე სახელობის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კოპენჰაგენიდან 1 საათის სავალ მანძილზე. 2012 წლის მონაცემებით მოსახლეობა 41 857 ადამიანს შეადგენს.[1]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ნესტვედი დან. Næstved | |||
ნესტვედის წმინდა პეტრეს ტაძარი | |||
| |||
ქვეყანა | დანია | ||
კოორდინატები | 55°14′00″ ჩ. გ. 11°46′00″ ა. გ. / 55.23333° ჩ. გ. 11.76667° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 16 მეტრი | ||
მოსახლეობა | 41 857 კაცი (2012) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
საფოსტო ინდექსი | 4700 | ||
ნესტვედში ფუნქციონირებს მოზარდთა საგანმანათლებლო რამდენიმე ცენტრი, ხუთი დაწყებითი სკოლა.
ნესტვედის არეალი დასახლებული ყოფილა ძვ. წ. 400-500 წლებში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოცენილია ამ პერიოდის მასალები, რომლებიც აქ ადამიანთა დასახლებებზე მიუთითებენ. 1135 წელს, ბენედიქტელმა ბერებმა წმინდა პეტრეს ეკლესია ააგეს, რაც ქალაქის დაარსებად მიიჩნევა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ BEF44: Population 1st January, by urban areas database from Statistics Denmark