ნერსეს ლამბრონელი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნერსეს ლამბრონელი (სომხურად: Ներսես Լամբրոնացի, ნერსეს ლამბრონაცი) (დ. 1153 — გ. 1198[1]) — კალიკიის სომხეთის სამეფოს ტარსუსის მთავარეპისკოპოსი, რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც სომხური ლიტერატურისა და საეკლესიო ისტორიის ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა.[2]

ნერსეს ლამბრონელი
სომხ. Ներսես Լամբրոնացի
დაბადების თარიღი 1153 წელი
დაბადების ადგილი სოფელი ნარეკი
გარდაცვალების თარიღი 1198 წლის 17 ივლისი
გარდაცვალების ადგილი სკევრა, კალიკიის სომხეთის სამეფო
საქმიანობა მემატიანე, მეცნიერი, ფილოსოფოსი, სახელმწიფო მოღვაწე, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პოეტი, მუსიკოსი, მთარგმნელი
ენა

სომხური, სირიული, კოპტური,

ბერძნული
ეროვნება სომეხი
მოქალაქეობა კილიკიის სომხეთის სახელმწიფო
ჟანრი narrative poetry და პოეზია
ნათესავ(ებ)ი

ლორდი ჰეთუმიდ (მამა)

მერსეს მე-4 (ბიძა)

ცხოვრება

რედაქტირება

ნერსესი იყო ლამბრონის ჰეთუმიდი მბრძანებლის, ოშინი II- ის ვაჟი და კათალიკოსი ნერსეს მე-4-ის ძმისშვილი (1166–1173). დედამისი შაჰანდუხტი წმინდა გრიგოლ განმანათლებლის შთამომავალი იყო.[3] ერსესი კარგად ერკვეოდა რელიგიასა და მეცნიერებებში და შესანიშნავად ფლობდა ბერძნულ, ლათინურ, სირიულ და ალბათ კოპტურ ენებს. მან ადრეული განათლება მიიღო სკევრავანკში (სკევრის მონასტერი), რომელიც ჰრომკლაში განაგრძო ბიძა ნერსესისა და გრიგორ თღას მეთვალყურეობით (გრიგოლ IV ახალგაზრდა, კათოლიკოსი 1173 - 1193 წლებში). 1169 წელს, 16 წლის ასაკში, ბიძამ აკურთხა და საეპისკოპოსო უბოძა. ტაროსის მთავარეპისკოპოსი გახდა 1176 წელს.

ნერსესი გახდა ბერძნული და სომხური ეკლესიების დამაკავშირებელი. 1179 წელს იგი დაესწრო ჰრომკლას საბჭოს, რომელშიც განიხილებოდა კავშირის პირობები; მისი მიმართვა ამ საბჭოში ითვლება მჭერმეტყველებისა და სტილის შედევრად. კავშირი გადაწყდა, მაგრამ იმპერატორ მანუელ კომნენუსის გარდაცვალების გამო 1180 წელს იგი აღარასდროს აღდგენილა. მანუელის მემკვიდრეებმა უარი თქვეს მოლაპარაკებებზე და დევნიდნენ სომხებს, რის გამოც ბიზანტიელები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. კილიკიის მთავარმა ლეო II- მ, რომელიც სომხეთის მეფის ტიტულის მოპოვების სურვილს გამოთქვამდა, სთხოვა პაპეს სელესტინ III და იმპერატორ ჰენრი VI- ს. ლეომ და თორმეტმა ეპისკოპოსმა კავშირი გააფრომეს, ეპისკოპოსთა შორის იყო ნერსესიც. მოლაპარაკება 1198 წლის 6 იანვარს შედგა. ნერსესი ამ ფაქტიდაგ ექვსი თვის შემდეგ, 17 ივლისს გარდაიცვალა.

წმინდა ნერსეს ლამბრონელს ხსენების დღე 17 ივლისსაა სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა და სომხეთის კათოლიკური ეკლესიაში.

შემოქმედება

რედაქტირება

ნერსესი სამართლიანად ითვლება სომხური ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს მწერლად. იგი იმსახურებს პოპულარობას, როგორც პოეტი, პროზაიკოსი და მთარგმნელი. მან დაწერა ელეგია თავისი ბიძის, ნერსეს IV- ის გარდაცვალების შესახებ ასევე შექმნა მრავალი საგალობელი. მის პროზაულ ნაწარმოებებში შედის ჰორომლას საბჭოს სიტყვით გამოსვლა,[4] ფსალმუნების კომენტარები, ანდაზები , ეკლესიასტე, სიბრძნე და მცირე წინასწარმეტყველები; წირვის განმარტება; წერილი ლეო II- ს და მეორე ანტიქოქის ბერი უსკანისადმი; ასევე ორი ჰომილია. მან სომხურად თარგმნა წმინდა ბენედიქტეს წესი; გრიგოლ დიდის "დიალოგები"; ამ წმინდანის ცხოვრება; და ლუციუს III- ისა და კლემენტ III- ის წერილები პატრიარქის, გრიგოლისადმი. სირიულიდან თარგმნა სერუღის იაკობის ,,ჰომილიები" და, ალბათ, კოპტურიდან ,,უდაბნოს მამათა ცხოვრება". ზოგიერთი მწერალი მას ანდრეას კესარიელის კომენტარის სომხურ ვერსიასაც მიაწერს, რომელიც აპოკალიფსის შესახებაა. ერსესი თავის ორიგინალურ ნაწერებში ხშირად აღნიშნავს პაპის პირველობასა და შეუცდომლობას.

თეოლოგიური ხედვა

რედაქტირება

ნერსეს ლამბრონაცის აზრით, ღმერთის მიერ შექმნილი მთელი ბუნება ოთხი ელემენტის ერთობლიობაა: მიწა, ჰაერი, წყალი და ცეცხლი. მან ადამიანის შემეცნებითი უნარი სხეულში სულის არსებობით განსაზღვრა. ბუნების ცოდნა არასაკმარისად მიიჩნია, და ის ამტკიცებს, რომ ბევრი რამის მიღწევა შეუძლებელია მათი არსის ექსპერიმენტული გზით. იგი გრძნობების როლს მეორეხარისხოვნად თვლიდა.

  1. Brief literary encyclopedia / Ch. ed. AA Surkov. - M. , 1968 .-- T. 5. - S. 242. (in russian)
  2. G. Abgaryan, G. Grigoryan. Nerses Lambronatsi . -Armenian Soviet Encyclopedia . - Er. 1982. T. 8. S. 253-254. (in armenian)
  3. Hacikyan, Agop Jack; et al., eds. (2002). The Heritage of Armenian Literature; Vol. 2: From the Sixth to the Eighteenth Century. Detroit: Wayne State University Press. p. 458. ISBN 0-8143-3023-1.
  4. Baumer, Iso (2013). Nerses von Lambron.Die Ungeduld der Liebe. Trier: Paulinus