ნეოფიტე (ბულგარეთის პატრიარქი)

პატრიარქი ნეოფიტე (ბულგ. Патриарх Неофит, ერისკაცობაში — სიმეონ ნიკოლოვ დიმიტროვი, ბულგ. Симеон Николов Димитров; დ. 15 ოქტომბერი, 1945, სოფია — გ. 13 მარტი, 2024, სოფია) — სრულიად ბულგარეთის პატრიარქი 2013 წლის 24 თებერვალიდან 2024 წლამდე.

ნეოფიტე
უწმიდესი სრულიად ბულგარეთის პატრიარქი

ბულგარეთის პატრიარქი
ეკლესია ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 15 ოქტომბერი, 1945, სოფია, ბულგარეთი
გარდაცვალების თარიღი 13 მარტი, 2024 (78 წლის), სოფია
ეროვნება ბულგარელი

სიმეონ ნიკოლოვ დიმიტროვმა 1965 წელს დაამთავრა სოფიის სასულიერო სემინარია, 1971 წელს კი სოფიის სასულერო აკადემია. დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია (ასპირანტურა) და მიიღო ღვთისმეტყველის კანდიდატის წოდება (საეკლესიო გალობის სპეციალობით), 1973 წლიდან ხელმძღვანელობდა და ასწავლიდა სასულიერო აკადმიის სამგალობლო გუნდს. 1975 წელს აღიკვეცა ბერად სამების მონასტერში პატრიარქ მაქსიმეს მიერ.

1989 წლის ბოლოს ხდება სასულიერო აკადემიის რექტორი, 1991 წელს კი ინიშნება დეკანად წმინდა კლიმენ ოხრიდელის სახელობის სოფიის უნივერსიტეტის ახლად აღდგენილ საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. 1994 წლიდან მოღვაწეობდა დოროსტოლსკისა და ჩერვენსკის მიტროპოლიტად. 2001 წლიდან მოყოლებული სოფიის საპატრიარქო ტახზე ასვლამდე ხელმძღვანელობდა რუსენის ეპარქიას.

გარდაიცვალა 2024 წლის 13 მარტს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ნეოფიტე გარდაიცვალა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 15 მარტი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)