ნეოპლატონიზმი

(გადამისამართდა გვერდიდან ნეოპლატონზმი)

ნეოპლატონიზმი — თეორიული მოაზროვნეების ჰეტეროგენული სკოლების ფილოსოფიური და რელიგიური სწავლების საერთო სახელწოდება, ისინი ცდილობდნენ განევითარებინათ და შეერწყათ ბერძენ ფილოსოფ პლატონის მეტაფიზიკური იდეები.

პლოტინუსი

დოქტრინა

რედაქტირება

ნეოპლატიზმის დოქტრინა ძირითადად ბერძნულია; საუკუნეების განმავლობაში მასში სხვა მეტაფიზიკური სისტემებიც გაერთიანდა და საბოლოოდ ჰეტეროგენული დოქტრინა გახდა. ნეოპლატონიზმი იდეალისტური მონიზმის სახეობაა. იგი აცხადებს რომ სამყარო იმართება მარადიულობით, სრულყოფილებით. ამ სრულყოფილებიდან გამოირჩევა გონება (წმინდა ინტელექტი), საიდანაც წარმოშობილია მსოფლიო საფშვინველი და საკუთრივ საიდანაც წარმოშობილნი არიან მცირე საფშვინველები. მსოფლიო საფშვინველი წარმოდგენილია, როგორც გონება, ხოლო გონება სრულყოფილების გამოსახულებაა; ორივე, გონება და მსოფლიო საფშვინველი სრულყოფილებასთან ერთად თანაარსებობენ. მსოფლიო საფშვინველი არის ის შუამავალი, რომელიც გონებასა და მატერიალურ სამყაროს შორის არსებობს და იცავს გონების ინტეგრიალურობას და წარმოდგენილ სრულყოფილებას, რათა არ გახდეს მგრძნობიარე და გარყვნილი. მცირე საფშვინველებიც იმავე საქმეს ემსახურებიან.

ამ ჭეშმარიტი ბუნებისა და უტყუარობის არ ცოდნის გამო, ადამიანურ მოაზროვნე საფშვინველს ეუფლება ცალკეულობისა და დამოუკიდებლობის მცდარი შეგრძნება, რომელიც შემდეგ მტკიცე თავდაჯერების და ავხორცული და ამაო ჩვევების მიზეზი ხდება. თუმცა, ნეოპლატონური დოქტრინა მიიჩნევს რომ ხსნა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ხსნა ჭეშმარიტ თავისუფალი ნებაშია, რომელმაც ინდივიდუალურ საფშვინველს მისცა შესაძლებლობა აერჩია მცდარი კურსი. გადარჩენისათვის საფშვინველმა საპირისპირო გეზი უნდა აიღოს, რათა საპირისპიროდ გაიაროს თითოუელი მის მიერ გადადგმული დეგენერაციის ნაბიჯი და საბოლოოდ დაუბრუნდეს თავისი არსებობის პირველწყაროს. დაბრუნება მისტიკური გამოცდილებით მიიღწევა, რომელსაც საფშვინველი ექსტაზით იღებს.

დოქტრინალურად, ნეოპლატონიზმი აღიწერება როგორც მეტაფიზიკური სუბსტანციის და ხორციელი სუბსტანციის დაპირირისპირება, რომელიც პლატონიზმის დუალიზმის იდეისა და მატერიის სრულყოფად შეიძლება ჩაითვალოს.

ნეოპლატონიზმს საფუძველი ალექსანდრიაში, ეგვიპტეში ახ. წ. III საუკუნეში ჩაეყარა. მისი დამაარსებელი ამონიუსია, ალექსანდრიელი ფილოსოფოსი, მისი მეტსახელი საკასი იყო, რაც მის ყოფილ საქმიანობას უკავშირდება, „ტომრების გადამტანი“ იგივე მებარგული. მაგრამ სწავლების განვითარების მთავარ ფიგურად პლოტინუსი (205–270) ითვლება. იგი ეგვიპტეში დაიბადა, ამონიუსისგან შეისწავლა ნეოპლატონიზმი და განავითარა იგი. რომში დასახლების შემდეგ მისი მთავარი ნაშრომები „ენეადები“ იყო, რომელიც ნეოპლატონური მეტაფიზიკის გასაღებია.

სხვა მნიშვნელოვანი მოაზროვნეები იყვნენ სირიელ-ბერძენი სწავლული და ფილოსოფოსი პორფირიუსი (232–304), სირიელ-ბერძენი ფილოსოფოსი იამბლიკუსი (უცნობია–333) და ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი პროკლუსი.

გამომდინარე იქიდან, რომ ნეოპლატონიზმი ასკეტიზმისა და ამქვეყნიური ცხოვრებიდან განდგომის ელემენტებს შეიცავდა, მან დიდი პოპულარობა მოიხვეჭა ქრისტიანული ეკლესიის თავდაპირველ მამებს შორის. ავგუსტინე ნეტარი, თავის „აღსარებანში“, ცნობს იმ დიდ წვლილს, რომელიც ნეოპლატონიზმმა ქრისტიანობის განვითარებაში შეიტანა და აღიარებს მის დიდ გავლენას საკუთარ რელიგიურ აზროვნებაზე. თუმცა, დოქტრინას რომის კათოლიკურ ეკლესიასთან ტურბულენტური ურთიერთობა ჰქონდა. 529 წელს იუსტინიანე I-მა იგი აკრძალა. დოგმატისტებმა დაგმეს მისი არაორთოდოქსალური სკეპტიციზმის გამო. მიუხედავად ყველაფრისა, XV საუკუნისთვის ნეოპლატონიზმი მიღებული დოქტრინა იყო.

ნეოპლატონიზმს სული რომაელმა კათოლიკე თეორეტიკოსმა ფილოსოფოსმა ნიკოლოზ კუზანელი და სხვა მისტიკოსებმა ჩაბერეს, რომლებსაც სურდათ გადაელახათ ცოდნის საზღვრები, რასაც იმ ხანად ადამიანის მიერ ღმერთის პირდაპირი ინტუიციური გააზრების თეორია ქმნიდა. ნეოპლატონიზმი ასეთ თეორიას არსობრივად უპირისპირდება, მიიჩნევს რა სულს შეუძლია ექსტაზის მდგომარეობაში გადალახოს ყველა საზღვარი. ნეოპლატონიზმის შემდგომი მკვდრედით აღდგომა იტალიური რენესანსის ჰუმანისტებს უკვაშირდება. ისინი გაბატონებულ რაციონალისტურ არისტოტელიანურ ფილოსოფიას პლატონის იდეალისტური მეტაფიზიკით, შემდეგ კი ნეოპლატონიზმით დაუპირისპირდნენ. შემდგომი განვითარება იტალიერი სწავლულის მარსილიო ფიჩინოს (1433–1499) დამსახურებაა, კოსიმო დი მედიჩის პატრონაჟის ქვეშ, მან პლატონის, პორფირიუსის და იამბლიკუსის ნაშრომები თარგმნა და ანოტაცია გაუკეთა.

XVII საუკუნეში, ინგლისში კემბრიჯელმა პლატონისტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ნეოპლატონიზმისადმი. ასევე დიდი იყო ინტერესის ტალღა XIX და XX საუკუნეშიც მწერლების და ინტელექტუალების მხრიდან, როგორებიც არიან ინგლისელი პოეტები უილიამ უორსვორდი, ჯონ კიტსი და პერსი ბისი შელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება