ნელი ბარნაბიშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნელი ბარნაბიშვილი (დ. 10 ივლისი, 1955, ლესოზავოცკი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი.

1979–1984 წლებში იყო შავი ჭირის საწინააღმდეგო საქართველოს სადგურის ექიმი. 1984–1990 წლებში ამავე სადგურის ვირუსთა მუზეუმის გამგე. 1990–1992 წლებში აღნიშნული სადგურის უფროსის მოადგილე. 1992 წლიდან განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა საწინააღმდეგო ცენტრის ვირუსულ ინფექციათა ეპიდემიოლოგიის განყოფილების გამგე. 1995 წლიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განყოფილების გამგე. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომის ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და დიაგნოსტიკის საკითხებზე. თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია ქართულ და რუსულ ენებზე.

1990 წელს დაიცვა მოსკოვში საკანდიდატო დისერტაციის თემა — „რიფტის ცხელების სადიაგნოზო პრეპარატები და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა“.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1988 - „მედალი ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 29

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება