ნელამავალნი (ლათ. Tardigrada) — პატარა უხერხემლოების ტიპი, რომლებიც უახლოვდებიან ფეხსახსრიანებს. მათი სხეული მოკლეა (0,1-1,0 მმ), მკვეთრ სეგმენტაციას მოკლებული. ტიპში 300-მდე სახეობაა.

ნელამავალნი
Hypsibius dujardini
Hypsibius dujardini
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ნელამავალნი
ლათინური სახელი
Tardigrada

გავრცელებული არიან ყველგან; ბინადრობენ ზღვაში, მტკნარ წყალში, ხავსსა და ნიადაგში. ხმელეთის ნელამავალნს შეუძლიათ გამოშრენ და წლობით ანაბიოზში იმყოფებოდნენ. რამდენიმე საათს უძლებენ გაცივებას –271°C-მდე და გახურებას 150 °C-მდე.

ლიტერატურა

რედაქტირება