ნევმირებული საგალობლები

ნევმირებული საგალობლები, X-XI სს. (საქართველოს ეროვნული არქივის ფონდი #1446, ხელნაწერი #172, 2 ფ. ეტრატი; ფრაგმენტი; ზომა: 143x105; ნუსხური; მელანი – ყავისფერი; სათაური და საზედაო გრაფემები – სინგურით.) — ულამაზესი კალიგრაფიით გადაწერილი ეტრატის 2 პატარა ფურცელი ქართული სანოტო ნიშნების უნიკალურ სისტემას ინახავს. ამგვარი სანოტო სისტემა მხოლოდ რამდენიმე ძველ ქართულ ხელნაწერშია შემონახული (მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები, ნევმირებული ძლისპირი და სხვა). გადმოცემის მიხედვით, ამ ნოტების ამოცნობა ცალკეულ გვარებში შემონახული ზეპირი ტრადიციის საფუძველზე მეცხრამეტე საუკუნის ჩათვლით ხერხდებოდა. დღეისათვის, ეს ტრადიცია დაკარგულია და გაშიფვრის არაერთგზისი მცდელობის მიუხედავად, ამ ეტაპზე ამოკითხვა შეუძლებელია.

ნევმირებული საგალობლები, X-XI სს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები“. თბილისი, 2016. რედაქტორ-შემდგენელი ქეთევან ასათიანი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

http://www.unesco.org/new/en/communication-and-information/memory-of-the-world/register/full-list-of-registered-heritage/registered-heritage-page-8/the-oldest-manuscripts-preserved-at-the-national-archives-of-georgia/ http://www.archives.gov.ge/ge/page/erovnuli-arqivis-rva-xelnaweri-iuneskos-msoflio-mexsierebis-saertashoriso-reestrshi-sheitanes დაარქივებული 2016-05-14 საიტზე Wayback Machine.