ნევა (ჟურნალი)
საბჭოთა და რუსული ლიტერატურული ჟურნალი
„ნევა“ (რუს. «Нева») — საბჭოთა და რუსული ყოველთვიური ლიტერატურულ-მხატვრული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ილუსტრირებული ჟურნალი, საბჭოთა პერიოდში — რსფსრ მწერალთა კავშირისა და მისი ლენინგრადის განყოფილების ორგანო; გამოიცემა 1955 წლიდან სანქტ-პეტერბურგში (1991 წლამდე ეწოდებოდა ლენინგრადი). იბეჭდება მხატვრული პროზა, ლექსები, საზღვარგარეთული ლიტერატურის თარგმანები, ლიტერატურული კრიტიკა, პუბლიცისტიკა, საარქივო დოკუმენტები; რეგულარულად ჩნდება მასალები სანქტ-პეტერბურგის ისტორიისა და კულტურის შესახებ. „ნევის“ ფურცლებზე გამოქვეყნდა მ. შოლოხოვის, ვ. კოჩეტოვის, ვ. პანოვას, ი. გერმანის, ლ. პანტელეევისა და სხვათა ნაწარმოებები.
ლიტერატურა
რედაქტირება- „ნევა“ // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 362.
- «Нева» // Большая российская энциклопедия. т. 22. — М., 2013. — стр. 244.