ნგელას კუნძულები (ინგლ. Nggela Islands), ან ფლორიდას კუნძულები — კუნძულების მცირე ჯგუფი, რომელიც შედის სოლომონის არქიპელაგში. ეკუთვნის სოლომონის კუნძულების ცენტრალურ პროვინციას[1][2].

ნგელას კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Nggela Islands

ნგელას კუნძულების რუკა
გეოგრაფია
9°00′ ს. გ. 160°10′ ა. გ. / 9.000° ს. გ. 160.167° ა. გ. / -9.000; 160.167
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
მთავარი კუნძული ნგელა სულე
ფართობი 386 კმ²
პროვინცია ცენტრალური პროვინცია

გეოგრაფია

რედაქტირება

ძირითადი კუნძულია — ნგელა სულე (ფლორიდას კუნძული) (ინგლ. Nggela Sule (Florida Island)), ასევე ცნობილია რამდენიმე უფრო პატარა კუნძულები: ტულაგი, გავუტუ და ტანამონგო. საერთო ფართობია — 386 კმ²[3].

კუნძულებზე ცხოვრობს შესაძლო გადაშენებული ენდემი Solomys salamonis. ასევე კუნძულებზე არსებობენ ცხოველთა შემდეგი სახეობები Dobsonia inermis, Macroglossus minimus, Melonycteris woodfordi, Nyctimene major, Pteropus woodfordi, Rousettus amplexicaudatus, Mosia nigrescens, Hipposideros diadema, Miniopterus tristis და შავი ვირთხა.

ნგელას კუნძულები მდებარეობს კუნძულ გუადალკანალიდან ჩრდილოეთით, მეორე მსოფლიო ომის დროს, კუნძულები გუადალკანალისთვის ბრძოლის მოქმედების ადგილი იყო. 1942 წლის აპრილში ფლორიდას კუნძულზე აშენდა იაპონიის იმპერიის გარნიზონი. 1942 წლის 7 აგვისტოს აშშ-მა დაიკავა კუნძული, მეზობელი კუნძულის ტულაგის ალყის დასახმარებლად. ფლორიდას კუნძული, ისე საჭირო არ იყო როგორც გუადალკანალის კუნძული, მაგრამ ის ეხმარებოდა აშშ-ს და ავსტრალიას, როგორც პატარა ბაზა. იაპონიისგან განთავისუფლების შემდეგ, კუნძული გამოიყენებოდა, როგორც ბაზა ჰიდროთვითმფრინავებისათვის. შემდგომში კუნძულს იყენებდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები, კუნძულის მიწისქვეშა წყაროებიდან წყლის ამოსაქაჩად.

  1. Solomon Islands Tourism
  2. Nggela Islands. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-03. ციტირების თარიღი: 2014-12-14.
  3. სოლომონის არქიპელაგის კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-17. ციტირების თარიღი: 2014-12-14.