ნაული ჯანაშია
ნაული ჯანაშია (დ. 1 მარტი, 1947, დიდი ჭყონი, იმდროინდელი გეგეჭკორის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 17 მარტი, 2015, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი 2008-2015 წლებში.
ნაული ჯანაშია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 მარტი, 1947 |
დაბადების ადგილი | დიდი ჭყონი, გეგეჭკორის რაიონი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი | 17 მარტი, 2015 (68 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | ლენინგრადის სამთო-სამრეწველო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
მამა | იოსებ ჯანაშია |
დედა | ნადია ხურცილავა |
შვილ(ებ)ი | 2 |
ბიოგრაფია
რედაქტირება1965-1971 წლებში მუშაობდა ქალაქ შევჩენკოს სამთო სამრეწველო კომბინატში. 1975 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამთო-სამრეწველო ინსტიტუტი. 1976-1981 წლებში მუშაობდა ქალაქ შევჩენკოში, სატრანსპორტო სამმართველოსა და სამთო-სამრეწველო კომბინატში. 1986-1993 წლებში მუშაობდა სოხუმის ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტში. 1995-2008 წლებში მუშაობდა მოსკოვის ელექტრო-მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარტვილის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2015 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარტვილის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
გარდაცვალება
რედაქტირებანაული ჯანაშია 2015 წლის 17 მარტს, 68 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, თბილისში გარდაიცვალა.[1] მის გარდაცვალებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ეს იყო ძალიან კეთილშობილი, ჭკვიანი და საინტერესო ადამიანი, რომელსაც ცხოვრების მიზნად სიკეთის თესვა ჰქონდა ქცეული. მის მიერ გაკეთებული სიკეთე კიდევ ძალიან დიდხანს გაგვინათებს გზას. მიხეილ სააკაშვილი“
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნაული ჯანაშია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნაული ჯანაშია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)