ნატო შავლაყაძე
ნატო შავლაყაძე (დ. 15 იანვარი, 1966 ) — ქართველი სამოქალაქო უფლებების დამცველი.
დაიბადა ქ. თბილისში.
დაამთავრა თბილისის აგრარული უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი დაკონსერვების ტექნოლოგიის სპეციალობით და ამავე უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. მუშაობდა უფროს ლაბორანტად ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. არის ქალთა კლუბ „პეონის“ თავმჯდომარე 1998 წლიდან და 2003 წლიდან ხელმძღვანელობს „ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელს“. ნატო შავლაყაძე არის საქართველოს ქალთა კოალიციის, პატიმართა ვადამდე გათავისუფლების კომისიის, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან შემდგარი ანტიტრეფიკინგული სამუშაო ჯგუფის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტი.
ლიტერატურა
რედაქტირებათავისუფლების დღიურები, 2014, რადიო „თავისუფლების“ პროექტი, თბ., 2015, გვ. 232