ნატიფი ხელოვნების აკადემია (საფრანგეთი)
ნატიფი ხელოვნების აკადემია (ფრანგ. Académie des beaux-arts) — საფრანგეთის სწავლული საზოგადოება, საფრანგეთის ინსტიტუტის ერთ-ერთი აკადემიათაგანი. შეიქმნა 1816 წელს 21 მარტის განკარგულებით — ფერწერისა და სკულპტურის სამეფო აკადემიის (1648), მუსიკის აკადემიის (1669) და არქიტექტურის სამეფო აკადემიის (1671) გაერთიანებით.
აკადემია ამჟამად იყოფა რვა ნაწილად:
- I : ფერწერა
- II : სკულპტურა
- III : არქიტექტურა
- IV : გრავიურა
- V : მუსიკალური კომპოზიცია
- VI : დამოუკიდებელი წევრები
- VII : კინო- და აუდიოვიზუალური ხელოვნების ქმნილებები (1985-დან)
- VIII : ფოტოგრაფია (2005-დან)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აკადემიის საიტი დაარქივებული 2019-05-26 საიტზე Wayback Machine.