ნატამალი — ძველი ქართული ტერმინი, რომელიც აღნიშნავდა:

  • შთამომავალს, ნათესავს, თვისტომს;
  • ეზო-გარემოს, კარ-მიდამოს, სამკვიდრო ადგილ-მამულსა და სამფლობელოს.

„ნატამალი“ ნაოხარის, ნასახლარის მნიშვნელობითაც იხმარებოდა. წყალობისა თუ ბოძების იურიდიული ფორმულის ერთ-ერთ კომპონენტსაც წარმოადგენდა (მაგ.: „..დაგიმკუიდრეთ საბოლოვოდ სოფელი გოროვანი... ყოვლის მათის სამართლიანის სამძღვრითა და ნატამლითა“).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ფუტკარაძე ი., ქსე, ტ. 7, გვ. 327, თბ., 1984