ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნატალი კოგლინი (ინგლ. Natalie Anne Coughlin Hall; დ. 23 აგვისტო, 1982) — ამერიკელი მოცურავე. ოლიმპიური თამაშების თორმეტ გზის მედალოსანი. კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლისას, იგი გახდა პირველი ქალი, რომელმაც 100 მეტრზე ზურგით ცურვას წუთზე ნაკლები დრო მოანდომა. 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, იგი გახდა პირველი ამერიკელი ქალი სპორტსმენი, რომელმაც მოიპოვა ექვსი ოლიმპიური მედალი ერთ ოლიმპიადაზე და პირველი ქალი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედალი 100 მეტრზე ზურგზე ცურვაში[1]. 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მან 4 × 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში მოიპოვა ბრინჯაო. იგი ჯენი ტომპსონთან და დარა ტორესიდარა ტორესთან ერთად გახდა ყველაზე მეტი მედლის მფლობელი მოცურავეები ოლიმპიადების ისტორიაში. მთლიანობაში ნატალი კოგლინს თავისი კარიერის მანძილზე მოპოვებული აქვს 12 ოლიმპიური მედალი, 20 მსოფლიო ჩემპიონატის მედალი დიდ აუზში, 7 მსოფლიო ჩემპიონატის მედალი პატარა აუზში.

ნატალი კოგლინი

ნატალი კოგლინი, 2018
დაბადების თარიღი 23 აგვისტო, 1983
ვალეხო, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ
სიმაღლე 173 სმ
წონა 63 კგ
საიტი nataliecoighlin.net

კოგლინის წარმატებამ მას ერთხელ მოაპოვებინა წლის მოცურავის და სამჯერ წლის ამერიკელი მოცურავის ტიტული. 

ადრეული წლები

რედაქტირება

კოგლინი დაიბადა ვალეხოში, კალიფორნიაში[2]. მას ირლანდიური და ფილიპინური ფესვები აქვს. კოგლინმა პირველად ცურვა ვალეხოს კლუბში, 8 წლის ასაკში დაიწყო, სადაც მისი მწვრთნელი ტიფი ვილიამსი იყო[3]. 2000 წელს მან კაროლდელეს საშუალო სკოლა დაამთავრა.

კოლეჯის კარიერა

რედაქტირება

კოგლინი სწავლობდა კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი) სადაც ის ასპარეზობდა მწვრთნელ ტერი მაკივირის ხელმძღვანელობით. სამი წლის განმავლობაში მან მოიგო 11 ინდივიდუალური ნაციონალური ჩემპიონატი. იგი ზედიზედ სამი წელი სახელდებოდა ჩემპიონატის წლის მოცურავედ. 2005 წელს მან დაასრულა უნივერსიტეტი ფსიქოლოგიის განხრით.

საერთაშორისო კარიერა

რედაქტირება

2001-2003 წლები

რედაქტირება

ფუკუოკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კოგლინმა სამი მედალი მოიგი-ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. მან ოქროს მედალი 100 მეტრზე ზურგით ცურვაში მოიპოვა, მეორე ადგილზე რუმინელი დიანა მოჩანუ, ხოლო მესამეზე გერმანელი ანტიე ბუშულტე გავიდნენ. ვერცხლის მედალი კომბინირებულ ესტაფეტაში მოიგო მეგან ქუანთან, მერი დესჩენცასთან და ერინ ფინიქსთან. ხოლო ბრინჯაოს მედალი 50 მეტრზე ზურგით ცურვასი მოიპოვა, ამერიკელი ჰეილი კოუპის და გერმანელი ანტიე ბუშულტესშემდეგ

ბარსელონაში გამართულ მსოფლიოს მეცხრე ჩემპიონატზე, კოგლინმა ორი მედალი მოიგო — ოქრი და ვერცხლი. იგი ოქროს დაეუფლა 4×100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, ხოლო ვერცხლს 4×100 მეტრზე კომბინირებულ ესტაფეტაში.

2004 წლის ათენის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები

რედაქტირება
2004 წლის ათენის ოლიმპიადა
  2004 ათენი 100 მეტრზე ზურგით ცურვა
  2004 ათენი 4X200 მეტრი თავისუფალი სტილით ესტაფეტა
  2004 ათენი 4X100 მეტრი თავისუფალი სტილით ესტაფეტა
  2004 ათენი 4X100 მეტრი კომბინირებული ესტაფეტა
  2004 ათენი 100 მეტრზე თავისუფალი სტლით ცურვა

2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე კოგლინმა ხუთი მედალი მოიგო. ოქროს მოპოვება 100 მეტრზე ზურგზე და 4×200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მოახერხა. მისი თანაგუნდელები ამ გაცურვაში იყვნენ: კარლი პაიპერი, დანა ვოლმერი და კეიტლინ სანდენო. ვერცხლის მედლები კოგლინმა 4×100 მეტრზე თავისუფალი და კომბინირებულ ესტაფეტებში აიღო, ხოლო ბრინჯაო 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში. თავისუფალი სტილით ცურვაში მისი ტანაგუნდელები იყვნენ: კარა ლინ ჯოისი, ჯენი ტომპსონი და ამანდა ვეირი, ხოლო კომბინირებულ ესტაფეტაში: ამანდა ბერდი, ჯენი ტომპსონი და კარა ლინ ჯოისი.

2005-2006 წლები

რედაქტირება

მეთერთმეტე მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მონრეალში (კვებეკი) გაიმართა, კოგლინმა მოიგო 5 მედალი — ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. კოგლინმა ოქროს მედალი 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მოიგო, ვერცხლი — 100 მეტრზე კომბინირებულ ესტაფეტასა და 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, ბრინჯაო კი — 100 მეტრზე ზურგსა და 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში.

2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

რედაქტირება

2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კოგლინმა მოიგო 5 მედალი: 2 ოქრო, 2 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.თავის პირველ გამოსვლაში 4×100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ვერცხლის მედალი მოიგო თანაგუნდელებთან ლეისი ნაიმაიერთან, ამანდა ვეირთან და კარა ლინ ჯოისთანერთად. ჩემპიონატის მეორე დღეს, კოგლინმა დაამყარა ამერიკის რეკორდი და დაიკავა მესამე ადგილი 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში[4]. 100 მეტრზე ზურგზე ცურვის ფინალში, მან გააუმჯობესა თავისივე რეკორდი, რომელიც 2002 წელს დაამყარა და კიდევ ერთხელ მოიპოვე მსოფლიო ჩემპიონობა[5][6]. 4×200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში დანა ვოლმერთან, ლეისი ნაიმაიერთან და კეტი ჰოფთან ერთად დაამყარა მსოფლიო რეკორდი და ამ დისციპლინაშიც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ბოლო გაცურვაში 4×100 მეტრზე კომბინირებულ ესტაფეტაში კოგლინმა მოიგო ვერცხლის მედალი. მისი თანგუნდელები იყვნენ ტარა კირკი, რეიჩელ კომისარზი და ლეისი ნეიმეირი[7].

2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები

რედაქტირება
2008 ოლიმპიადა
  2008 პეკინი 100 მეტრზე ზურგზე ცურვა
  2008 პეკინი 4X100 მეტრზე თავისუფალის სტილით ესტაფეტა
  2008 პეკინი 4X100 მეტრზე კომბინირებული ესტაფეტა
  2008 პეკინი 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვა
  2008 პეკინი 200 მეტრი ინდივიდუალური კომბინირებული ესტაფეტა
  2008 პეკინი 4X200 მეტრზე თავისუფალის სტილით ესტაფეტა

2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე, კოგლინი გახდა პირველი ამერიკელი ქალი,რომელმაც ერთ ოლიმპიადაზე ერთდროულად მიიღო 6 მედალი[1]. იგი არჩეულ იქნა ამერიკული გუნდის კაპიტნად ხუთგზის ოლიმპიელ დარა ტორესსთან და ოთხგზის ოლიმპიელ ამანდა ბერდთან ერთად[8]. კოგლინმა ოქროს მედალი 100 მეტრზე ზურგზე ცურვაში მოიგო, გაასწრო რა სამხრეთ აფრიკელ კრისტი კოვენტრის რომელმაც ნახევარფინალში ნატალის რეკორდი გააუმჯობესა ამ დისციპლინაში. მან ასევე მოიგო ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი ამ ოლიმპიურ თამაშებზე.

2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

რედაქტირება

რიგით მეთოთხმეტე მსოფლიო ჩემპიონატზე შანხაიში (ჩინეთში), კოგლინმა მოიგო 3 მედალი — ერთი ოქრო, 4×100 მეტრზე კომბინირებულ ესტაფეტაში თანაგუნდელ რებეკა სონისთან, დანა ვოლმერთან და მისი ფრანკლინთან ერთად; ერთი ვერცხლი, 4×100 მეტრზე თავისუფალ სტილში მისი ფრანკლინთან, ჯესიკა ჰარდთან და დანა ვოლმერთან ერთად; ერთი ბრინჯაო კი — 100 მეტრზე ზურგზე ცურვაში. ეს იყო მისი ერთადერთი ინდივიდუალური მედალი ამ ტურნირზე. 

2012 წლის ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები

რედაქტირება

2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე, კოგლინმა მონაწილეობა მიიღო ნახევარფინალურ გაცურვაში 4×100 მეტრზე თავისუფალ სტილში მონაწილეობა არ მიუღია ფინალში. თუმცა მაინც მიიღო ბრინჯაო, რომელიც აშშ-ს გუნდმა ფინალში აიღო. ეს იყო მისი მეთორმეტე ოლიმპიური მედალი. ამ მაჩვენებლით იგი გაუთანაბრდა ამერიკელ მოცურავეების დარა ტორესის და ჯენი ტოპმსონის რეკორდს, რომელთაც ამერიკელ ქალთა შორის ყველაზე მეტი მედალი აქვთ[9]

2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

რედაქტირება

მსოფლიოს მეცამეტე ცემპიონატზე, რომელიც იმართებოდა ბარსელონაში, კოგლინმა ოქროს მედალი 4×100 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში მოიგო.

2015 წელს, 33 წლის ნატალი კოგლინმა დაამყარა აშშ-ს რეკორდი 50 მეტრზე ზურგით ცურვაში.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2006 წლის ზამთრის ოლიმპიადის დროს კოგლინი MSNBC-ს წამყვანად მუშობდა.

2009 წლის აპრილში, კოგლინი ეთან ჰოლზე დაქორწინდა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნატალი_კოგლინი“-დან