ნატალია ნეგოდა
ნატალია ნეგოდა (რუს. Негода, Наталья Игоревна; დ. 12 ნოემბერი 1963, მოსკოვი) — საბჭოთა და ამერიკელი კინოსა და თეატრის მსახიობი. ყველაზე მეტად პოპულარობა მოუტანა ფილმმა „პატარა ვერა“.
ნატალია ნეგოდა | |
---|---|
დაბადების სახელი | ნატალია ნეგოდა |
დაბადების თარიღი |
12 ნოემბერი 1963 მოსკოვი, რუსეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1987–დღემდე |
ბიოგრაფია
რედაქტირებანატალია ნეგოდა დაიბადა 1963 წლის 12 ნოემბერს, მოსკოვში, რეჟისორ თამარა პავლიუჩენკოს ოჯახში. 1986 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო თეატრი. 1986-1988 წლებში მუშაობდა მოსკოვის ახალგაზრდულ თეატრში. 1987 წელს შედგა მისი დებიუტი ფილმში „ხვალ ომი იქნება“. 1988 წელს გამოვიდა საბჭოთა ფილმი „პატარა ვერა“, რომლის შემდეგ ნატალია ნეგოდა გახდა სექს-სიმბოლო.
1980-იანი წლების ბოლოს მონაწილეობა მიიღო ამერიკული ჟურნალის — „Playboy“-ის ფოტოსესიაში. 1990-იანი წლების დასაწყისში ნეგოდა აშშ-ში გაემგზავრა, იქ ცოლად გაჰყვა რუს ემიგრანტს. აშშ-ში ცხოვრებისას მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფილმში. ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. 2009 წელს ითამაშა ფილმში „დაირა, დოლი“.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1987 | ფ | ხვალ ომი იქნება | Завтра была война | ზინა |
1988 | ფ | უცნობის ავტოპორტრეტი | Автопортрет неизвестного | ვერა |
1988 | ფ | პატარა ვერა | Маленькая Вера | ვერა |
1989 | ფ | ქალაქ სოჭის ბნელი ღამე | В городе Сочи тёмные ночи | ლენა |
1991 | ფ | უკან საბჭოთა კავშირში | Назад в СССР | ლენა |
1992 | ფ | ზაფხულის მეგობრები | Летние товарищи/The Comrades of Summer | ტანია |
1993 | ს | კანონი და წესრიგი | Law & Orde | ირინა |
1996 | ფ | ყოველი წუთი გამომშვიდობებაა | Every Minute Is Goodbye | ნადია |
2009 | ფ | დაირა, დოლი | Бубен, барабан | კატია |
2018 | ფ | ვან გოგები | Ван Гоги | ტანია |