ნატალია ზუმბაძე
ნატალია ზუმბაძე (დ. 7 თებერვალი, 1957) — ქართველი მეცნიერი, მუსიკოსი და ფოლკლორისტი.
ნატალია ზუმბაძე დაიბადა ქალაქ თბილისში.
1976 წელს დაამთავრა თბილისის პირველი მუსიკალური სასწავლებელი. 1981 წელს ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
1991-2002 წლებში მუშაობდა პედაგოგად თბილისის N16 მუსიკალურ სკოლაში, III მუსიკალურ სასწავლებელში. ერთ-ერთი მუსიკალური ხელმძღვანელი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული საყმაწვილო სტუდიის სახელწოდებით „ამერ-იმერი“. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულების ხელმძღვანელი 2005 წლიდან. საქართველოს ფოლკლორის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი 2006 წლიდან. ქალთა ფოლკლორული ანსამბლის „მზეთამზე“-ს წევრი. ნატალია ზუმბაძე არის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა ფოლკლორული ანსამბლის. მუსიკოლოგიის აკადემიის დოქტორი. ასევე მრავალი ფოლკლორული ექსპედიციის წევრი და ორგანიზატორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 187