ნასრა, ნასარი — V საუკუნის ქართლის დიდებული, წუნდის ერისთავი, მეფე ვახტანგ I გორგასლის თანამებრძოლი.

ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისას“ მიხედვით, ნასრა ახლდა ვახტანგს ინდოეთში ლაშქრობისას, შემდეგ მონაწილეობდა სპარსელების წინააღმდეგ აჯანყებაში. სიკვდილის წინ ვახტანგმა ნასრას, კლარჯეთის ერისთავ არტავაზს და ოძრხეს ერისთავ ბივრიტიანს თავის ბერძენ მეუღლე ელენესა და შვილებზე, ლეონსა და მირდატზე, მზრუნველობა დაავალა. შემდგომში ელენე და მისი შვილები წუნდასა და ოძრხეში ცხოვრობდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ქართლის ცხოვრება“, რ. მეტრეველის რედაქციით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბ., 2008: გვ. 190–191, 196, 201, 220.