ნასიმის ძეგლი (სუმგაითი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნასიმის ძეგლი.

ნასიმის ძეგლი სუმგაითში (აზერ. İmadəddin Nəsiminin abidəsi) — XIV-XV საუკუნეების აზერბაიჯანელი პოეტის, იმადედინ ნასიმის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც დაიდგა 2003 წელს სუმგაითში, ს. ვურღუნის ქუჩაზე, ნასიმის სახელობის პარკში.[1]

ნასიმის ძეგლი სუმგაითში
კოორდინატები 40°35′52″ ჩ. გ. 49°40′30″ ა. გ. / 40.59778° ჩ. გ. 49.67500° ა. გ. / 40.59778; 49.67500
მდებარეობა სუმგაითი აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
გახსნის თარიღი 2003

ძეგლის ავტორები არიან სკულპტორები ვაგიფ ნაზიროვი და აგილ გულიევი.