ნარეკ მკრტჩიანი
ნარეკ მკრტჩიანი (სომხ. Նարեկ Մկրտչյան; დ. 20 ივნისი, 1989, სოფ. ფარაქარი, არმავირი) — სომეხი პოლიტიკოსი, ისტორიკოსი. სომხეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი 2021 წლის 2 აგვისტოდან. სომხეთის ეროვნული კრების ერთი მოწვევის წევრი, არჩეული იქნა წევრად 2018 წლის დეკემბერში. წევრი იყო 2019-2021 წლებში. 2021 წლის 29 აპრილიდან ამავე წლის 2021 წლის 2 აგვისტომდე სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილე.
ნარეკ მკრტჩიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 ივნისი, 1989[1] (35 წლის) |
დაბადების ადგილი | ფარაქარი[1] |
მოქალაქეობა | სომხეთი |
განათლება | ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | სომხები |
ბიოგრაფია
რედაქტირებანარეკ მკრტჩიანი დაიბადა 1989 წლის 20 ივნისს, სომხეთის სსრ-ში, არმავირის რაიონის სოფელ ფარაქარში. 2006-2010 წლებში სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. 2010-2012 წლებში სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის კათედრაზე, მაგისტრატურაზე. 2011-2013 წლებში სწავლობდა სომხეთის ამერიკულ უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურაზე. 2013-2017 წლებში სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაზე, მსოფლიო ისტორიის კათედრა. 2018 წელს მიიღო ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი. 2015-2016 წლებში სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორის ასისტენტი. 2016 წელს იყო სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი. 2017-2018 წლებში მუშაობდა საგანმანათლებლო ფონდ „აიბში“. 2018-2019 წლებში მკრტჩიანი იყო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის პროფესორი. 2018 წელს არჩეული იქნა სომხეთის ეროვნული კრების წევრად, მე-6 საარჩევნო ოლქიდან, პოლიტიკური ალიანსიდან „ჩემი ნაბიჯი ალიანსი“. 2019 წლიდან იყო კრების წევრი. მანდატი დატოვა 2021 წლის აპრილში.[2]. 2021 წლის 29 აპრილს დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ. რამდენიმე თვეში, 2021 წლის 2 აგვისტოს, ნიკოლ ფაშინიანის მესამე მთავრობაში დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრად.[3].
ნარეკ მკრტჩიანი კითხულობდა ლექციებს და მონაწილეობდა უამრავ კვლევით პროექტში, კონფერენციებში პრესტიჟულ უნივერსიტეტებში და კვლევით ცენტრებში აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, ისლანდიაში, ესტონეთსა და საქართველოში. ავტორია ერთი კოლექტიური მონოგრაფიისა და 18 სამეცნიერო სტატიისა, რომლებიც გამოქვეყნებული იქნა სომხურ და საერთაშორისო პრესტიჟულ ჟურნალებში.