ნაოჭა სისტემა
ნაოჭა სისტემა — დედამიწის ქერქის უბანი, სადაც შრეები და ფენობრივი გეოლოგიური სხეულები დანაოჭებულია. ნაოჭა სისტემის ჩამოყალიბება გეოსინკლინის განვითარების კანონზომიერი სტადიაა. დედამიწის ქერქის განვითარებაში ტექტონიკური პროცესების არათანაბარი ინტენსიურობის გამო ნაოჭა სისტემების წარმოქმნა უმთავრესად დანაოჭების ეპოქებს უკავშირდება. დანაოჭების ასაკის მიხედვით გამოყოფენ ბაიკალურ, კალედონიურ, ჰერცონულ, კიმერიულ, ალპურ ნაოჭა სისტემებს. ნაოჭა სისტემები სივრცეში შედარებით ვიწრო ზოლების სახით არის წარმოდგენილი; მათი გამაპირობებელი ტექტონიკური მოძრაობები მკაფიოდ გამოტოფილ დროის მონაკვეთს მოიცავს. ზოგიერთი ნაოჭა სისტემა განვითარებულია ბაქნების ცალკეული უბნების აქტივიზაციის შედეგად ან ბაქნების პერიფერიებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 314.