ნაოკო იამაძაკი
ნაოკო იამაძაკი (დ. 27 დეკემბერი, 1970) — იაპონელი ავიაინჟინერი და იაპონიის საჰაერო სივრცის კვლევის სააგენტოს ასტრონავტი. ის ტიაკი მუკაის შემდეგ მეორე ქალი ასტრონავტია იაპონიაში.
ნაოკო იამაძაკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 27 დეკემბერი, 1970 (53 წლის) |
დაბ. ადგილი | მაცუდო, იაპონია |
ქვეყანა | იაპონია |
სპეციალობა | ინჟინერი |
ექსპედიცია | STS-131 |
კოსმოსში გატარებული დრო | 15 დღე, 2 საათი, 47 წუთი[1] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბავშვობაში ცხოვრობდა საპოროში. დაამთავრა საშუალო სკოლა და უნივერსიტეტი. 1993 წელს ტოკიოს უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის, ხოლო 1996-ში მაგისტრის ხარისხი აეროკოსმოსური ტექნიკის მიმართულებით.
1999 წლის თებერვალში ნაოკო არჩეულ იქნა ასტრონავტობის კანდიდატად. საბაზო მომზადებას შეუდგა ამავე წლის აპრილში. 2001 წლის თებერვალში ასტრონავტის სერტიფიცირება მიიღო. 2004 წლის მაისში დაასრულა მომზადება კოსმოსური სადგურის „Союз-ТМА“ ბორტინჟინრის სტატუსით.
2004 წლის ივნისში ჩავიდა ლინდონ ჯონსის სახელობის კოსმოსურ ცენტრში, ჰიუსტონში და გადიოდა ასტრონავტთა მოსამზადებელ პროგრამას.
2010 წლის 5-დან 20 აპრილამდე მიიღო მონაწილეობა მისია STS-131-ში, ფრენის სპეციალისტის სახელით. ფრენის სრული ხანგრძივობა 15 დღე 2 საათი 47 წუთი და 10 წამი იყო.[1]
2011 წელს ნაოკომ იაპონიის საჰაერო სივრცის კვლევის სააგენტო დატოვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Spacefacts biography of Naoko Yamazaki. spacefacts.de.