ნანული დოლაბერიძე

ნანული მიხეილის ასული დოლაბერიძე (დ. 8 ნოემბერი, 1942, ქუთაისი) — ქართველი ქიმიკოსი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1999).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი (1964). 1966 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (2006 წლიდან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში. 1979–1981 წლებში კონსულტანტად მივლენილი იყო ავღანეთში, ქ. მაზარ-ი-შარიფის აზოტოვანი სასუქების საწარმოში. კვლევის ძირითადი თემაა: ალუმინსილიკატურ სისტემებში მიმდინარე ცეოლითწარმოქმნის და იონმიმოცვლითი პროცესები. მიღებული აქვს ალექსანდრე თვალჭრელიძის პრემია (2005).

ლიტერატურა

რედაქტირება