ნანიკოს შოუ
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ნანიკოს შოუ — თოქ-შოუ, რომელიც 2007—2008 წლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადიოდა. იგი მოიცავდა ყოველგვარ სოციალურ თემას, რის შესახებ საუბარიც საზოგადოებას აინტერესებდა. ნანიკო ხაზარაძის და მისი გუნდის გარდა, შოუს შექმნაში დიდი როლი მიუძღვოდა რუს პროდიუსერს ოქსანა ნაიჩუკს.
ნანიკოს შოუ | |
---|---|
წამყვანი | ნანიკო ხაზარაძე |
ქვეყანა | საქართველო |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი | ნესტან-ნენე კვინიკაძე, ნუცი კირცხალია, ქეთევან მაჭავარიანი |
რედაქტორ(ებ)ი | დოდო ხურცილავა |
ხანგრძლივობა | 45 წუთი |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | რუსთავი 2 |
პირველად ეთერში | 18 მაისი, 2007 |
გადაცემის მთავარ გმირებთან და აუდიტორიასთან ერთად, „ნანიკოს შოუ“ მაყურებელს სთავაზობდა გულახდილი საუბრებისა და სოციალური ჟურნალისტური გამოძიების პრეცედენტს. გადაცემის წამყვანია იყო ნანიკო ხაზარაძე.
თოქ-შოუში მიმოიხილებოდა ისეთი თემები, როგორიცაა ყვითელი პრესა, ნარკომანია, ოჯახური პრობლემები, წარმატებული ქალების საიდუმლო, სექს-ინდუსტრია, უმცირესობები, ბრძოლა გადარჩენისთვის და სხვა. საკითხები განხილული იყო ყველა შესაძლო კუთხიდან — კონკრეტული მაგალითების მოშველიებით, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევდა თავად გაეკეთებინა დასკვნა.
„ნანიკოს შოუ“ „რუსთავი 2“-ის ეთერში გადიოდა კვირაში ერთხელ, პარასკევს 18:30 და განმეორებით კვირას 12:20