ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნანდა კარნატაკი (ინგლ. Nanda, მარათ. नंदा, 8 იანვარი, 1939 —  25 მარტი, 2014) ცნობილია როგორც ნანდა —  ინდოელი მსახიობი. მისი კინოკარიერა თითქმის ოთხი ათწლეულის მანძილზე გაგრძელდა. ნანდამ დაახლოებით 70 ფილმში ითამაშა. იგი გახლავთ Filmfare Award ჯილდოს მფლობელი  ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.[1][2]

ნანდა
ინგლ. Nanda
მარათ. नंदा

1970 წლის წვეულებაზე
დაბადების თარიღი 8 იანვარი 1939
კოლჰაპური, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 25 მარტი 2014 (75 წლის)
მუმბაი, ინდოეთი
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
აქტიური 1948-1983
ჯილდოები Filmfare Awards (1961)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნანდა დაიბადა 1939 წლის 8 იანვარს ქალაქ კოლჰაპურში (ახლანდელი ინდოეთის შტატი მაჰარაშტრა). მისი მშობლები იყვნენ მსახიობი და რეჟისორი ვინაიაკ დამოდარ კარნატაკი (ცნობილი როგორც ოსტატი ვინაიაკი) და მსახიობი მინაკში. მას ჰყავდა ორი ძმა და ერთი და  ნანდას ბიძა იყო ცნობილი რეჟისორი ვ. შანტარამი. ნანდას ძმა— რეჟისორი ჯაიპრაკაშ კარნატაკა. რძალი — მსახიობი ჯაიშრი ტ.

ნანდას მამა გარდაიცვალა 41 წლის ასაკში, როდესაც ის მხოლოდ 8 წლის იყო. ოჯახისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გოგონა ფილმებში საბავშვო როლებს ასრულებდა. მისი მონაწილეობით (ფსევდონიმით Baby Nanda) გამოვიდა ფილმები: Mandir (1948) და Jagriti.  პირველი სერიოზული  კინოროლი შეასრულა  1956 წელს ბიძის ფილმში  Toofan Aur Deeya. თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში იგი ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა "მტვრის ყვავილი" და "შავი ბაზარი", შედეგად, შეარქვეს ზედმეტსახელი "უმცროსი და" (ჰინდ. Chhoti Bahen ). ხოლო  ბალრაჯ საჰნისთან ერთად შესრულებულმა როლმა ამავე სახელწოდების ფილმში, მსახიობი ვარსკვლავად აქცია.[3][4]

ნანდამ კინოკარიერა დაიწყო, როგორც მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელმა მსახიობმა, ხოლო შემდგომ წლებში ბოლივუდის წამყვანი მსახიობი გახდა. იგი მონაწილეობდა ყველა ჟანრის ფილმებში: რომანტიკულში,  The Two of Us (1961) თრილერებში, როგორიცაა The Mystery (1965). მაგრამ  ყველაზე ცნობილი როლი შეასრულა  რიტა ხანის ფილმში „ როდესაც ყვავილები ყვავის“ (Jab Jab Phool Khile, 1965), შაში კაპურთან ერთად. ამ ფილმის წარმატების შემდეგ მათ კიდევ 7-ჯერ ითამაშეს ერთად, რაც ყველაზე ხანგრძლივი თანამშრომლობა იყო როგორც შაში კაპურის, ასევე მის კარიერაში.[5]

 
9 წლის ნანდა მსახიობ შანტა აპტესთან ერთად

1960-იანი წლების ბოლოს, მსახიობმა ითამაშა ახალბედა რაჯეშ ხანასთან ერთად სასპენსურ დრამაში Ittefaq (1969), რის შედეგად ნომინირებული იყო  Filmfare Award-ის პრემიაზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ნანდა ასევე ოთხჯერ იყო წარდგენილი  Filmfare Award -ზე ფილმებში: Bhabhi (1957), Aanchal (1960), „ნაბიჯ-ნაბიჯ“ (1981) და „სიყვარულის ავადმყოფობა“ (1982) შესრულებული როლებისთვის. მაგრამ  ჯილდო მხოლოდ  Aanchal-ში განსახიერებულმა სახემ  მოუტანა.

1972 წელს მანოჯ კუმარის ფილმ "ხმაურში" მსახიობმა პატარა როლი შეასრულა. შემდეგ ფილმებში უფრო იშვიათად მონაწილეობდა. 1974-1980 წლებში მსახიობი ეკრანზე არ გამოჩენილა. შესვენების შემდეგ იგი მთავარი როლებიდან დედების როლების შესრულებაზე გადავიდა.  ბოლო სამ ფილმში: "ნაბიჯ ნაბიჯ", "სიყვარულის ავადმყოფობა" და "შავი მუშა" (1983)  შეასრულა მთავარი გმირის პადმინი კოლჰაპურის დედის როლი, რის შემდეგაც სამსახიობო კარიერა შეწყვიტა.[6]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება
 
ნანდა (2010 წ.)

1992 წლის 18 ივნისს ნანდა დაინიშნა რეჟისორ მანმოჰან დესაიზე. თუმცა დესაი ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა, ნანდა კი სიცოცხლის ბოლომდე არ გათხოვილა. კოლეგებს შორის მან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა მსახიობებთან — ვაჰიდა რეჰმანთან, ჰელენთან და მალაია სინჰთან.[7]

ნანდა გარდაიცვალა გულის შეტევით სამშაბათს, 2014 წლის 25 მარტს, დილის 8:30 საათზე, 76 წლის ასაკში, საკუთარ სახლში ანდჰერიში, მუმბაის გარეუბანში. ბოლო რიტუალები იმავე დღეს, საღამოს 4 საათზე, ოშივარის კრემატორიუმში შესრულდა.[8][9]

ნომინაციები და ჯილდოები

რედაქტირება
  •  1958 — ნომინაცია— ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი — Bhabhi
  •  1961 —ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი — Aancha
  • 1970 — ნომინაცია ქალის საუკეთესო როლი — Ittefaq
  • 1982 — ნომინაცია ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი— «ნაბიჯ-ნაბიჯ“ 
  • 1983 — ნომინაცია ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი— «სიყვარულის ავადმყოფობა“     

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Gitanjali Roy. Nanda: the little-known life of a screen goddess . NDTV (25 ივნისი 2014). ციტირების თარიღი: 7 თებერვალი 2015.
  2. "Birthday special: 7 lesser known facts about veteran actress Nanda".[მკვდარი ბმული] indiatvnews.com. 7 January 2016. Retrieved 12 December 2017.
  3. "The Top 10 Films of Nanda". Rediff.
  4. 5 interesting lesser known facts about Bollywood actress Nanda The Times of India. 25 March 2014. Retrieved 27 February 2016.
  5. "Nanda: The Eternal Sister of Bollywood". www.filmibeat.com. 19 February 2009.
  6. Profile, The Times of India; accessed 29 March 2014.
  7. https://web.archive.org/web/20140329113634/http://www.hindustantimes.com/entertainment/bollywood/with-nanda-s-death-i-have-lost-a-very-good-friend-mala-sinha/article1-1200215.aspx. Archived from the original on 29 March
  8. Bollywood actress Nanda passes away at 75[მკვდარი ბმული] . The National (25 ივნისი 2014). ციტირების თარიღი: 7 თებერვალი 2015.
  9. Ambarish Mishra (26 March 2014). "Nanda, an actor who embodied Indian-ness and quiet dignity, dead". The Times of India. Retrieved 30 March 2014.