ნანა ახვლედიანი

არქიტექტორი, მეცნიერი და პედაგოგი

ნანა ახვლედიანი (დ. 4 იანვარი, 1955, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი.

ნანა ახვლედიანი
დაბ. თარიღი 4 იანვარი, 1955(1955-01-04) (69 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა არქიტექტორი, მეცნიერი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სამხატვრო აკადემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით.

1980-1993 წლებში მუშაობდა წამყვან არქიტექტორად სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტში“. 1992 წლიდან ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 2004 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება არქიტექტურის სპეციალობით. არის არქიტექტურის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 2014 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის კათედრაზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე — „საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების ქალაქთმშენებლობითი განვითარების ტენდეციები“ და მიენიჭა არქიტექტურის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები და სტატიაბი. არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის, სიმპოზიუმის, გამოფენის, ფორუმისა და კონკურსის მონაწილე. 1985 წელს გაიმარჯვა არქიტექტურის საერთაშორისო კონკურსში და მიენიჭა ლაურეატის წოდება. აშშ-ში ბოსტონის არქიტექტორთა ასოციაციის მიწვევით იმყოფებოდა ჰარვარდისა და სხვა ცნობილ არქიტექტურულ ინსტიტუტებში, სადაც კითხულობდა ლექციებს საქართველოს არქიტექტურასა და ხელოვნებაზე.

2023 წლის 31 აგვისტოს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდება მიანიჭა.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 53-54

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება