ნამოსახლარი საღანძილე — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში, დგას სოფლის ჩრდილოეტით 500-600 მეტრზე, მდინარე ჭერემისხევის მარცხენა ნაპირზე. განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვით IV ათასწლეულის II ნახევარს.

ძეგლს 1983 წელს მიაკვლია კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ხელმძღვანელი კიაზო ფიცხელაური. ნამოსახლარის შუაში ნიაღვრისგან შექმნილი ხრამის აღმოსავლეთ ფლატეში გაიწმინდა ერთი სათავსი. მისი დიდი ნაწილი ხრამის მიერაა დაზიანებული. იატაკი მოლესილია და რამდენჯერმე განახლებული. აღმოჩნდა მიწაში ჩაჭრილი კერა, რომლის ოდნავ ამობურცული, კიდე ბორდიურში გადადის. მთელი იატაკი ძლიერი ცეცხლის შედეგად გადამწვარია. აქ მოპოვებული მასალა მსგავსია მტკვარ-არაქსის ადრეულ ძეგლებზე მოპოვებული მასალის.

მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გურჯაანის ისტორიულ ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურარედაქტირება