ნამოსახლარი ნადიკარი

ნამოსახლარი ნადიკარი — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში, დგას სოფლის აღმოსავლეთით 0,5 კილომეტრზე, ნადიკარად წოდებულ ადგილზე, ტერასაზე. განეკუთვნება ძველი წელთაღრცხვით IV ათასწლეულის I ნახევრის დასასრულს. ფერდობი რომელზეც ნამოსახლარი დგას განიცდის ძლიერ ეროზიას, წვიმები მუდმივად რეცხავს მის ზედაპირს.

ძეგლს მიაკვლია კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კიაზო ფიცხელაურის ხელმძღვანელობით. 1973 წელს დაზვერვების დროს ზედაპირულად აიკრიფა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ობსიდიანის იარაღ-ანატკეცები, კაჟისა და რიყის ქვის იარაღები, კერამიკის უმეტესობა ხელითაა ნაძერწი, მოყვითალო-მოწაბლისფრო, ზედაპირმოგლუვებული და ხშირ შემთხვევაში, სუსტად ნაპრიალები კეცი ქვიშანარევი, იშვიათად ხვინჭის მინარევია, კარგადაა გამომწავრი. მრავლადაა ქილისა და ეგრეთ წოდებული ტაფისებრი ჭურჭლის ნატეხები. ქვის მასალიდან აღსანიშნავია სახოკები, საფხეკები, და რიყის ქვის ორმხრივ გახეხილ-გაპრიალებული ცულის ფრაგმენტები.

მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურარედაქტირება