ნამლისევის ჯამეარქიტექტურული ძეგლი, ხის ორსართულიანი ჯამე. მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამლისევში. თარიღდება XIX საუკუნით.

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

ვაკე რელიეფზე აგებული ჯამე ორსართულიან ნაგებობას წარმოადგენს, რომლის პირველი სართული ფლეთილი ქვით ამოყვანილი ნახევარსადაფია, ხოლო ზედა ხის კორპუსი - ორსინათლიანი სამლოცველო დარბაზი. ჯამე რეგიონისათვის ტრადიციულ არქიტექტურულ მახასიათებლებს მიჰყვება, რაც შეადგენს კიდეც მისი ავთენტურობის საფუძველს: თითქმის კვადრატულ გეგმარებას მიჰყვება ქვის საფუძველი, ხის სამლოცველო დარბაზი, კრამიტის საბურავი და სწორკუთხა კარ-სარკმლის ღიობებით დანაწევრებული ფასადები, რომელთა გადაწყვეტის უკიდურეს სისადავეს ინტერიერის მხატვრულად აქცენტირებული სივრცეები უნდა ენაცვლებოდეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12072