ნამდვილი რიცხვი
(გადამისამართდა გვერდიდან ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე)
ნამდვილი რიცხვი — ნებისმიერი დადებითი რიცხვი, უარყოფითი ან ნული. ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე იყოფა რაციონალურ და ირაციონალურ რიცხვთა სიმრავლეებად. რაციონალური რიცხვები წარმოიდგინება როგორც რაციონალური წილადების , (სადაც p და q მთელი რიცხვებია, q კი ნულისგან განსხვავებული), ასევე უსასრულო პერიოდული ათწილადების სახით, ხოლო ირაციონალური რიცხვები მხოლოდ — უსასრულო არაპერიოდული ათწილადების სახით.
ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეს ეწოდება რიცხვითი წრფე და აღინიშნება R-ით. R სიმრავლე წრფივად დალაგებულია და ქმნის ველს ძირითადი არითმეტიკული ოპერაციების (შეკრება, გამრავლება) მიმართ. რაციონალური რიცხვების სიმრავლე ყველგან მკვრივია R–ში და R მისი გასრულებაა. რიცხვითი წრფის ძირითადი თვისებაა უწყვეტობა.