ილია ნაკაიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ნაკაიძე, ილია)

ილია ამბაკოს ძე ნაკაიძე (დ. 4 ოქტომბერი, 1902, ბახვი, რუსეთის იმპერია — გ. უცნობია) — ქართველი აგროქიმიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968), საქართველოს სსრ მეცნიერებათ დამსახურებული მოღვაწე (1983).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1932 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, 1932-1945 წლებში მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო პროფილის დაწეებულებებში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1944 წელს გახდა სკკპ წევრი. 1945-1949 წლებში იყო ჩაის და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფიზიოლოგიური განყოფილების გამგე. 1949-1968 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგროქიმიური კათედრის დოცენტი, ხოლო 1969 წლიდან — პროფესორი.

ნაკაიძემ გამოიკვლია ვაზის ედაფური ქლოროზის გამომწვევი მიზეზები და შეიმუშავა მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები; შეისწავლა გერანის ზეთში მენთოლის ჭარბად დაგროვების მიზეზები და დასახა მათი თავიდან აცილების გზები. დაამუშავა ბოსტნეული კულტურების და სათიბების განოყიერების სისტემა და მათი წარმოებაში დანერგვის ღონისძიებანი. ეკუთვნის 9 მონოგრაფია და 5 სახელმძღვანელო. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება