ნათურა Filament LED (ინგლ. LED filament) — შუქ-დიოდურ ჩხირებიანი LED ნათურა, რომელიც ვიზუალურად ჩვეულებრივ ვარვარის ნათურას ჰგავს. შუქდიოდური ჩხირები (ძაფები) ნათურაში მიმაგრებულია დენგამტარ მავთულებზე, ელექტროდებზე, რომლებიც თავისმხრივ მიმაგრებულია მინის იზოლატორზე, ვარვარის ნათურის ანალოგიურად. ასეთ ნათურებს უმეტესად აქვთ ტიპური, გავრცელებული ცოკოლი და გამოიყენება ვარვარის ნათურებისთვის განკუთვნილ სანათ მოწყობილობებში.

Lampa LED Filament
ნათურა LED Filament
Moduły filament LED
ჩართული ნათურა filament LED და მისი დიოდები

შუქ-დიოდური ჩხირებიანი ნათურა პირველად 2008 წელს დამზადდა, იაპონური კომპანია Ushio Lighting-ის მიერ, ტრადიციული ვარვარის ნათურის იმიტაციის მიზნით. მოგვიანებით ბევრმა სხვა კომპანიამაც დაიწყო მსგავსი ცვლად დენზე მომუშავე ნათურების დამზადება, რომლებიც იყო სხვადასხვა კონფიგურაციის, სიმძლავრისა და ცოკოლის მქონე.

კონსტრუქცია

რედაქტირება

შუქ-დიოდური ძაფი (ჩხირი) შედგება მინის ფუძისგან, რომელიც დაფარულია ლუმინოფორით და ლუმინოფორებისა და ვერცხლისწყლის ნარევით. მსგავსი შუქ-დიოდები წყვილ-წყვილადაა ჩართული მიმდევრობით, რითაც ძაბვა ნაწილდება 2-2 შუქ-დიოდზე. ეს ამცირებს ენერგოდანახარჯებს, იძლევა შუქ-დიოდის მაღალ ვოლტაჟზე მუშაობის საშუალებას და ზრდის მის ეფექტურობას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • "Light-emitting device and lighting apparatus incorporating same" - US8400051 [eng.]
  • "Seoul Semiconductor starts mass production of its patented filament LEDs" - LEDs Magazine [eng.]
  • "Żarówki LED filament" - smd-led [pol.]
  • "The Next Generation of LED Filament Bulbs" - LEDinside [eng.]
  • "NEW TREND IN LED: FILAMENT BULBS" - LBC Lighting [eng.]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება