ნათლისმცემლის პირველი ნაეკლესიარი
ნათლისმცემლის პირველი ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, სოფლის ცენტრში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ნაგები ყოფილა რიყის ქვითა და კირის ხსნარით. კედლები მიწის პირამდეა დანგრეული. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთ კუთხის ნაშთი. გეგმა არ იკითხება.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 131.