სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯანჯღავა.

ნათია ჯანჯღავა (დ. 16 დეკემბერი, 1972) — ქართველი მოჭადრაკე. საერთაშორისო ოსტატი (1995). 1994 წელს მოიგო საქართველოს ქალთა ჩემპიონატი ჭადრაკში.

ნათია ჯანჯღავა
ქვეყანა (სპორტი) საქართველოს დროშა საქართველო
დაბადების თარიღი 16 დეკემბერი, 1972 (1972-12-16) (52 წლის)
წოდება საერთაშორისო ოსტატი (1995)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1990 წელს ჯანჯღავამ მონაწილეობა მიიღო სსრკ-ს ჭადრაკის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და დაიკავა მე-18 ადგილი. მან მონაწილეობა მიიღო ევროპისა და მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე სადაც მისი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა 1991 წელს, 20 წლამდე გოგონათა შორის დაიკავა მე-5 ადგილი.[1].1993 წელს პოლიჩკაში მან პირველად მოიგო საერთაშორისო ტურნირი.[2].1994 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში (ქალთა შორის).[3]. 1995 წელს მიიღო მონაწილეობა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც კიშინოვში გაიმართა. მან დაიკავა 49-ე ადგილი.[4]

1995 წელს დაჯილდოებული იქნა ჭადრაკის საერთაშორისო ოსტატის წოდებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება