ნათელა მამფორია
ნათელა მამფორია (დ. 3 აგვისტო, 1925, თბილისი — გ. 13 დეკემბერი, 2008) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი.
ნათელა მამფორია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 3 აგვისტო, 1925 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 13 დეკემბერი, 2008 (83 წლის) |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | მეცნიერი და ექიმი |
ნათელა მამფორია დაიბადა ქალაქ თბილისში. 1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1953–1958 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1958-1986 წლებში ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1986–2001 წლებში — მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 2001 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ამავე ინსტიტუტის ანატომიის განყოფილების გამგე.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „საშვილოსნოს სისხლის ძარღვების მაკრო და მიკროსკოპული ანატომია ნორმასა და ექსპერიმენტში“, დაიცვა 1953 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა — „ადამიანის ღვიძლის სისხლის ძარღვების და ნაღვლის გზების ინტრაორგანული აგებულება ამ ორგანოს სეგმენტური შენების თვალსაზრისით და მისი ცვლილებები სისხლის მიმოქცევის მოშლის პირობებში ექსპერიმენტში“, დაიცვა 1969 წელს.
ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია „საშვილოსნოს სისხლის ძარღვები“ (Сосуды матки, Тб.: Изд-во АН Груз. ССР, 1958, 82 с.), „ღვიძლის სისხლის ძარღვები და ნაღვლის გზები, ორგანოს სეგმენტური შენების თვალსაზრისით“ (Кровеносные сосуды и желчные протоки печени человека, Тб.: Мецниереба, 1978, 116 с.), საერთაშორისო ანატომიური ნომენკლატურა ( ლათინურ, ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე; თბ.: შპს „პოლიგრაფი“, 2009, 195 გვ., ISBN: 978-9941-0-2024-7).
ლიტერატურა
რედაქტირება- ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, 2009, № 6 (51).